ლაპორტე "ბარსელონაში"?

ლაპორტე "ბარსელონაში"?

"ბარსელონას" ხელმძღვანელთა  პრიორიტეტი ვიქტორ ვალდესისა და კარლეს პუიოლის შეცვლაა. პირველი შემცვლელის სახელი უკვე ცნობილია: ახალგაზრდა გერმანელი მეკარე მარკ ანდრე ტერ შტეგენი, ხოლო მეორე ფეხბურთელის ვინაობა უცნობია. "ბარსელონას" ტექნიკური შტაბი რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდებოდა, მათ შორის კი იყვნენ ტიაგო სილვა, მარკინიოსი და ჰუმელსი.

უკანასკნელ კანდიდატად სახელდება "ბილბაოს" ფრანგი ცენტრალური მცველი ლაპორტე, რომელსაც ამ სეზონში აკვირდებოდნენ და კვირას დამტკიცდა, რომ ის კატალონიურ კლუბში სათამაშოდ მზად არის.

"ბარსელონას" ტექნიკური შტაბის აზრით, ლაპორტეს შეძენა კარგი ტრანსფერი იქნებოდა, პირველ რიგში კი მისი ასაკის გამო. ფეხბურთელი 19 წლის არის, რაც ნიშნავს, რომ ლაპორტეს საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესება და გუნდში ადაპტაცია შეუძლია.

ლაპორტეს სიმაღლე 189 სანტიმეტრია. ასე რომ, ის დაეხმარება ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგაში ყველაზე დაბალ გუნდს. "ბარსაში" მას ძალიან აფასებენ. ლაპორტე ნიჭიერია, ბურთით ჭკვიანურად მოქმედებს და თამაშს კარგად კითხულობს. ამ თვისებებით ის პიკეს ჰგავს, მაგრამ "ბარსელონა" პუიოლის მსგავსს, უფრო აგრესიულ და ძლიერ ფეხბურთელს ეძებს.

პრობლემას წარმოადგენს ის, რომ "ბილბაოს" მოლაპარეკებების გამართვა არ სურს. ასევე კონკურენცია ძალიან დიდია: ლაპორტესთვის იბრძვიან "სიტი", "მანჩესტერი" და "ბაიერნი".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 57 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.