ნეიმარი პრიმერას უკანასკნელ ტურში დაბრუნდება

ნეიმარი პრიმერას უკანასკნელ ტურში დაბრუნდება

კატალონიის "ბარსელონას" 22 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი, ნეიმარი, სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. მაქსიმუმი მხოლოდ ის იქნება, რომ ბრაზილიელი ლა ლიგის 38-ე ტურის მატჩამდე, სადაც კატალონიელები "ატლეტიკოს" დაუპირისპირდებიან, გამოჯანმრთელება მოასწროს. 

როგორც უკვე ცნობილია, ნეიმარმა დაზიანება სამეფო თასის ფინალში, "რეალის" წინააღმდეგ (1:2) მიიღო და 3-4 კვირას გამოტოვებს. ასევე ტრავმირებულია ჟორდი ალბაც, რომელიც ნეიმარის მსგავსად საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა "ატლეტიკოსთან" დაბრუნდეს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 45 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.