„ბარსას“ გეგმა - ტატას გაშვება და 6-7 ფეხბურთელის დამატება

„ბარსას“ გეგმა - ტატას გაშვება და 6-7 ფეხბურთელის დამატება

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა, ზაფხულში, რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს. იგეგმება მთავარი მწვრთნელის, ტატა მარტინოს გაშვება და 6-7 ფეხბურთელის დამატება.

ესპანელი ჟურნალისტების მტკიცებით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა მარტინოს მიერ გაწეულ სამუშაოს ჩავარდნად მიიჩნევს და არგენტინელს სეზონის ბოლოს დაემშვიდობება. რაც შეეხება ფეხბურთელებს, იგეგმება 2 მეკარის, 2 ცენტრალური მცველის, ერთი მარჯვენა მცველის, ერთი შემტევი ნახევარმცველისა და ერთი თავდამსხმელის დამატება.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას", 2 სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფეხბურთელების ყიდვა აკრძალული აქვს, მაგრამ კატალონიელები იმედს არ კარგავენ, რომ ტრანსფერების განხორციელებას მაინც მოახერხებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 66 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.