ნეიმარი და ალბა თითო თვეს გამოტოვებენ

ნეიმარი და ალბა თითო თვეს გამოტოვებენ

მადრიდის "რეალთან" ესპანეთის თასის ფინალში გამართულ მატჩში "ბარსელონას" მხოლოდ ტიტული არ დაუკარგავს. კატალონიელთა რამდენიმე ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო.

ცნობილი გახდა, რომ ხორდი ალბამ, რომელმაც მოედანი პირველი ტაიმის შემდეგ დატოვა, ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო და ის ფეხბურთის თამაშს 3-4 კვირის განმავლობაში ვერ მოახერხებს.

ფეხის ტრავმა აქვს ნეიმარს. ივარაუდება, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელი ერთ თვეს გამოტოვებს.

მანამდე მიღებული ტრავმა გაიმიზეზა მარკ ბარტრამ. მისი დაზიანება ალბასა და ნეიმარის ტრავმებზე მსუბუქია, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია, ითამაშებს თუ არა ის "ბილბაოსთან" გასამართ მატჩში.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარისა და ალბას გარდა, "ბილბაოსთან" ვერ ითამაშებენ ვალდესი, პიკე, პუიოლი და ბუსკეტსი. ეს უკანასკნელი დისკვალიფიცირებულია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.