კრუიფი: „ბარსელონას“ გვარდიოლა უნდა დაუბრუნდეს“

კრუიფი: „ბარსელონას“ გვარდიოლა უნდა დაუბრუნდეს“

"ბარსელონას" ლეგენდარული თავდამსხმელი, იოჰან კრუიფი მიიჩნევს, რომ კატალონიურ კლუბში რთული სიტუაციიდან გამოსავალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე პეპ გვარდიოლას მიწვევა იქნება.

"პეპი "ბარსელონაში" უნდა დაბრუნდეს. ეს იქნება საუკეთესო კლუბისთვის.

"ბარსაში" ახლა გადაწყვეტილებებს იღებენ ის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ არანაირი ხედვა ფეხბურთში. კლუბში მომუშავე ხალხი მხოლოდ ფულის კეთებაზე ფიქრობს.

თუ ჟოან ლაპორტა კლუბში პრეზიდენტად დაბრუნდება, მე მას კვლავ პეპ გვარდიოლას მიწვევას ვურჩევდი. ჟოანი ჭკვიანია, ამიტომ, დარმწუნებული ვარ, ის მომისმენს." - განაცხადა იოჰან კრუიფმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 62 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.