ალბა ბარძაყის ტრავმის გამო შეცვალეს

ალბა ბარძაყის ტრავმის გამო შეცვალეს

"ბარსელონას" მარცხენა მცველმა, ესპანელმა ჟორდი ალბამ, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ესპანეთის თასის ფინალურ მატჩში, თამაში ბოლომდე ვერ შეძლო.

წინასწარი ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც, პირველი ტაიმის შემდეგ, ადრიანომ ჩაანაცვლა. დამატებით შემოწმებას ალბა დღეს გაივლის.

ეს არ არის ალბას პირველი დაზიანება მიმდინარე სეზონში. ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში, "სევილიას" წინააღმდეგ, მან იმავე ფეხზე მსაგვსი ტრავმა მიიღო. როდესაც ჟორდი პრაქტიკულად გამოჯანმრთელებული იყო, მან დაზიანება მარცხენა ფეხზე მიიღო. საერთო ჯამში, ესპანელმა 16 მატჩი გამოტოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 34 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.