2003 წლის შემდეგ პირველად...

2003 წლის შემდეგ პირველად...

კატალონიის "ბარსელონამ" 2014 წლის ესპანეთის სამეფო თასის ფინალში, მადრიდის "რეალთან" დაპირისპირება (1:2) დათმო, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედიზედ მესამე მარცხი იწვია. კატალონიელებმა ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოსთან" შეხვედრა დათმეს (0:1), ამის შემდეგ კი "გრანადასთან" (0:1), რამაც ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. 

ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ "ბარსელონამ" უკანასკნელად ზედიზედ 3 შეხვედრა ზუსტად 11 წლის წინ - 2003 წლის იანვარში წააგეს. 1. "ვალენსია" (2:4), 2. "სელტა" (0:2), 3. "ატლეტიკო" (0:3), თუმცა სამივე შეხვედრა ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით ჩატარდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 40 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.