კასილიასი: „არ ღირს ფიქრი „ბარსელონას“ წარუმატებლობაზე“

კასილიასი: „არ ღირს ფიქრი „ბარსელონას“ წარუმატებლობაზე“

მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა, იკერ კასილიასმა, ესპანეთის თასის საფინალო მატჩის მიჯნაზე განაცხადა, რომ მადრიდულ კლუბს გამარჯვების კარგი შანსი აქვს. მეკარის თქმით, მისმა გუნდმა არ უნდა იფიქროს "ლურჯ-ბროწეულისფერების" ბოლოდრინდელ წარუმატებლობაზე ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე.

"მთელი გუნდი კოპა დელ რეის მოგებაზე ფიქრობს. "რეალმა", ამ სეზონში, სამეფო თასის მატჩებში კარგად ითამაშა. დარწმუნებული ვარ, მატჩი ძალიან რთული იქნება. უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ შევძლებთ შანსების გამოყენებას და მოგებას, საკუთარი ფეხბურთის თამაშს.

მე არ ვფიქრობ "ბარსელონას" მარცხებზე ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. ფინალში შეიძლება ყველაფერი მოხდეს. არ უნდა ვიფიქროთ განვლილ შეხვედრებზე და კონტენტრირებულები ვიყოთ შედეგზე." - განაცხადა იკერ კასილიასმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.