სუარესი: „ბარსელონა“ და „რეალი“ - ფავორიტები ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში“

სუარესი: „ბარსელონა“ და „რეალი“ - ფავორიტები ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში“

მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველი მარიო სუარესი მიიჩნევს, რომ "ბარსელონა" და "რეალი" ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ფავორიტები არიან.

"ბარსელონა" და "რეალი" - ფავორიტები, თუ მათ ბიუჯეტს დავეყრდნობით. "ატლეტიკოს" კი შეიძლება ეწოდოს ისტორიული გრანდი. ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ წარმატებას, საკუთარი შესაძლებლობებისა და ერთობის გამოყენებით." - განაცხადა მარიო სუარესმა.

შეგახსენებთ, რომ 33-ე ტურის შემდეგ დიეგო სიმონეს გუნდი სატურნირო ცხრილს ლიდერობს. "ატლეტიკო" "რეალსა" და "ბარსელონას" შესაბამისად 3 და 4 ქულით აღემატება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.