დავეხმაროთ პატარა სანდრიკას

დავეხმაროთ პატარა სანდრიკას

დაახლოებით ერთი თვის წინ გაცნობეთ "ბარსელონას" პატარა ქართველი გულშემატკივრის, სანდრიკას გასაჭირის შესახებ, რომელსაც "იუვენტუსის" გულშემატკივრები ეხმარებიან, ჩვენ კი მათ დახმარებას ინფორმაციის გავრცელებით ვუწევთ.

პირველმა აქციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ როგორც გაირკვა, სანდრიკას, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, საყოფაცხოვრებო პრობლემებიც აქვს. გთავაზობთ სრული ინფორმაციის შემცველ პოსტს და დახმარების სურვილის არსებობის შემთხვევაში, საკონტაქტო ინფორმაციას:

ძმებო და დებო!
დიდხან ვფიქრობდი მეთხოვა თუ არა კიდევ ერთი გვერდში დგომა თქვენთვის, ვიწვალე ვიწვალე და გადავწყვიტე გთოხვოთ.
1 თვის წინ 10 წლის სანდრიკას დასახმარებლად შევკრიბეთ 5-5 მანეთი. იმ ფულით ბავშვს საფეხბურთო ფორმა, ბუცები, ბურთი, ტკბილეული ვუყიდეთ და გავახარეთ.
სანდროსთან სტუმრობისას სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ რომ დედა შვილს ნაქირავებ ბინაში იატაკზე სძინავს. 
ბევრი სიარულის მერე ვიპოვეთ 2 ადგილიანი, მატრასიანი ლოგინი და სულ 300 ლარად. და თუ ვინმე უფრო იაფად ნახავს ან შეუძლია ამ მხრივ დაგვეხმაროს...სიამოვნებით მივიღებთ ნებისმიერ წინადადებას.
სრულიად ნებაყოფლობით, ნებისმიერი თანხით დავეხმაროთ ბავშვს, რომელსაც თვალების დახამხამება არ შეუძლია და ამის გამო თვალგახელილს სძინავს-კომფორტულად მაინც დაწვეს ლოგინში.
იუვენტინოებო, კეთილი საქმის კეთება არასდროს გვეზარებოდა. ბარსელონას გულშემატკივრისთვის ასეთ დახმარებას უფრო ფასი აქვს. ვაჩვენოთ კიდევ ერთხელ მასტერკლასი!!!
ცალკე ანგარიშს არ ვხსნით.
ლაშა ბასლანძის მოქმედი ანგარიში:
europe-bet კოდი: 001838
საკონტაქტო ტელეფონი 555216376 გიგა მაქარაშვილი

პოსტის ლინკი

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.