სავარჯიშო სესია 19/03/2014

სავარჯიშო სესია 19/03/2014

პირველი გუნდი მთლიანად ფოკუსირებულია კვირას გასამართ "კლასიკოზე". ორშაბათის სავარჯიშო სესიისა და სამშაბათი დღის დასვენების შემდეგ, "ბარსამ" ოთხშაბათს მორიგი სავარჯიშო სესია გამართა მადრიდელებთან მატჩისთვის. სესიაში მონაწილეობას იღებდა ყველა შესაძლო 22 ფეხბურთელი. კარლეს პუიოლი აღდგენით სამუშაოებს ასრულებდა, ისევე როგორც კუენკა და დოს სანტოსი.

"ბარსა ბ"-ს შვიდმა ფეხბურთელმა (პატრიკი, ბანიაკი, სერხი გომესი, ილიე, სანდრო, დენისი და გრიმალდო) პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშა. სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა მიიღო ასევე "ჟუვენილ A"-ს ორმა ფეხბურთელმა (ხუან ანტონიო როსი და ალექს კორედერა). სესიის დაწყებამდე ფეხბურთელებმა მარკ ბარტრა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება მიულოცეს.

"ბარსამ" კიდევ ერთი ვარჯიში გამართა ხუთშაბათს დილით. სესიის შემდეგ ანდრეს ინიესტამ პრესკონფერენციზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

სურათები გუშინდელი სავარჯიშო სესიიდან

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 54 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.