ალექსის სანჩესის ინტერვიუ: მეორე ნაწილი

ალექსის სანჩესის ინტერვიუ: მეორე ნაწილი

"ბარსელონას" ოფიციალური საიტისათვის მიცემული ინტერვიუს პირველ ნაწილში ალექსის სანჩესმა საფეხბურთო საკითხებზე ისაუბრა, მეორე ნაწილში კი ფეხბურთელი პირადულ თემებს შეეხო. გთავაზობთ ინტერვიუს მეორე ნაწილს:

რატომ გაცვია 9 ნომრიანი მაისური?

აქ მითხრეს, თუ რომელი ნომერი იყო თავისუფალი. მე ეს ნომერი ავირჩიე, რადგან 'ფენომენის' ფანი ვარ. "ბარსელონაში" მას ეს ნომერი ჰქონდა და ძალიან წარმატებული იყო. მიბაძვა მსურდა.

ბევრი სამაგალითო ადამიანი გყავს?

დედაჩემი. ის ჩემი ერთადერთი სამაგალითო ადამიანია.

რა გენატრება ყველაზე მეტად ჩილეში?

ჩემი ოჯახი, საჭმელი და ხანდახან იქაური ხალხი. თუმცა ბარსელონას მივეჩვიე და ბედნიერი ვარ აქ.

და რას იტყვი იტალიაზე?

ყველაზე მეტად იტალიური საჭმელი მენატრება. იქ უფრო ადრე არის სადილი, 9-ზე ან 8-ზე, აქ კი 10-ზე, მაგრამ ამასაც შევეჩვიე.

ხომ არ დაიღალე იმით, რომ ხალხი შენს სიტყვებს  - "მე კარგი ფეხბურთელი ვარ"- გახსენებს?

არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ მივხვდი, რომ ინტერვიუს დროს სიტყვები ფრთხილად უნდა შეარჩიო, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც თამაშობ "ბარსელონაში", სადაც ყველა დეტალს აქცევენ ყურადღებას.

გასახდელში კიდევ გეძახიან "Cachai-ს"?

დიახ, ხან ალექსისს მეძახიან,  ხან - "Cachai-ს". ეს სიტყვა ნიშნავს "გესმის ჩემი?". ამ სიტყვას ხშირად იყენებენ ჩილეში. ახლა მის მაგივრად ვამბობ "გამიგე?", რათა აღარ შემაწუხონ!

რომელი კერძი მოგეწონა ბარსელონაში?

მიყვარს პაელა. ყველგან მივირთმევ, სადაც კი შემიძლია.

რამდენჯერმე ახსენე, რომ ფილმები გიყვარს. რა ჟანრის ფილმები მოგწონს?

სახლში ვუყურებთ ფილმებს. საშინელებათა ჟანრის ფილმებს ხშირად ერთად ვუყურებთ. არ მახსენდება უკანასკნელი ფილმი, რომელიც კინოში ვნახე, თუმცა ერთ დღეს კი წავიდოდი კინოში.

რა ჟანრის მუსიკას უსმენ?

ცოტ-ცოტა ყველაფერს. სალსა, კუმბია... მომენტზეა დამოკიდებული.

ბევრი თანაგუნდელი იყენებს სოციალურ ქსელებს. აპირებ მათ გამოყენებას?

"ტვიტერის" ან "ინსტაგრამის" დიდი ფანი არ ვარ. თავიდან ეს სახალისოა, მაგრამ შემდეგ გბეზრდება, რადგან მთელი დღე მობილური გიჭირავს ხელში.

630000 ნახვა
დაახლოებით 3 თვეში ალექსის სანჩესის ვიდეო "ბარსელონას" "Youtube-ის" ოფიციალურ არხზე 630000 ადამიანმა ნახა. "ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია ამის გაკეთება. ხანდახან მოედანზე სიამოვნებას იღებ, მშვიდად ხარ, ან თანაგუნდელებს ესაუბრები. ადრე უფრო დიდ ყურადღებას ფიზიკურ მხარეს ვაქცევდი, ახლა კი უფრო ტექნიკური უნდა ვიყო"- განაცხადა ალექსის სანჩესმა.

[media=http://www.youtube.com/watch?v=mnctIyBXgbs]

ალექსის სანჩესის ინტერვიუს სურათები

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.