მარკესის მომავალი გაურკვეველია

მარკესის მომავალი გაურკვეველია

"ბარსელონას" ცენტრალური მცველის რაფა მარკესის მომავალი გაურკვეველია. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მექსიკელი ტიერი ანრის გზას გაუყვებოდა, ანუ წავიდოდა ამერიკაში სათამაშოდ, მაგრამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურდა. თვითონ ფეხბურთელი დიდ განსხვავებას მის წასვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებით ვერ ხედავს.

"ჩემი მომავალი გაურკვეველია, მე ვიქნები მოხარული თუ დავრჩები, არც იმ შემთხვევაში ვიქნები დამწუხრებული თუ მომიწევს გუნდის გამოცვლა. "ბარსაში" საკმაო ხანს ვითამაშე და მოვიგე ყველაფერი რისი მოგებაც შესაძლებელი იყო. კონტრაქტის თანახმად ამჟმინდელ კლუბში კიდევ 2 წელი უნდა დავრჩე, მაგრამ შესაძლოა ეს კონტრაქტი დროზე ადრე დაირღვეს" – ციტირებს მარკესის სიტყვებს გამოცემა "AS".

წყარო: football.ua

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.