ჰაინკესი: „ვილანოვა - სამაგალითო მთელ მსოფლიოში“

ჰაინკესი: „ვილანოვა - სამაგალითო მთელ მსოფლიოში“

მუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა, საქებარი სიტყვები არ დაიშურა "ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ტოტი ვილანოვას მისამართით.

გაზეთმა El Mundo Deportivo-მ ესპანეთის 2013 წლის საუკეთესო მწვრთნელად ტიტო ვილანოვა აღიარა, მაგრამ ეს უკანასკნელი დღევანდელი დაჯილდოების ცერემონიაზე არ იმყოფებოდა.

ცერემონიას ესწრებოდა იუპ ჰაინკესი, რომელმაც ვილანოვაზე განაცხადა: "მე მაქვს პატივი, რომ გადავცე ეს ჯილდო ვილანოვას. ტიტო - დიდი საფეხბურთო სტრატეგოსი, ძალიან შრომისმოყვარე, გონიერი და მამაცი ადამიანი. მან იცის, როგორ იურთიერთოს ფეხბურთელებთან, ეყრდნობოდა ადამიანურ ფასეულობებს. იგი სამაგალითოა არა მხოლოდ სპორტში, არამედ მთელ მსოფლიში. წარმატებას ვუსურვებ ვილანოვას, ის ჩემპიონია სპორტში და ცხოვრებაში."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.