"ბარსელონა" - "ბეტისი". მესის სჯერა, რომ მატჩამდე აღდგენას მოასწრებს

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელ თავდამსხმელს ლიონელ მესის სჯერა, რომ ლა ლიგის 34-ე ტურში "ბეტისის" წინააღმდეგ მოედანზე გასვლას მოახერხებს. შეხვედრა 5 მაისს "კამპ ნოუზე" გაიმართება

დღეს არგენტინელი ფეხბურთელი გუნდის ბაზას ესტუმრა რათა ინდივიდუალური ვარჯიშები ჩაეტარებინა აღსადგენად, მიუხედავად იმისა, რომ მთელი გუნდისათვის დასვენების დღე იყო. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური შეხვედრის განმეორებით მატჩში "ბაიერნის" წინააღმდეგ (0:3) მესი მოედანზე არ გამოჩენილა, მიზეზი კი მატჩამდე მარჯვენა ფეხზე ტკივილები იყო. 

აქამდე კი ტიტო ვილანოვამ უკვე დაადასტურა, რომ მესის ტრავმა არ აქვს და მისი მოედანზე არ გამოყვანის მიზეზი დაზიანების რეციდივის თავიდან აცილება იყო. 

კომენტარები (0)

ინფორმაცია