ჰაინკესი: მესი მხოლოდ ერთი სიტყვით შეიძლება დავახასიათოთ - "ფენომენი"

ჰაინკესი: მესი მხოლოდ ერთი სიტყვით შეიძლება დავახასიათოთ -

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა "ბარსელონას" თავდამსხმელის ლიონელ მესის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა, იტყობინება ესპანური პრესა.

 

ორივე ევროპულ გრანდს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მოუწევთ დაპირისპირება. ამ ეტაპის მეორე წყვილი სხვა გერმანულმა და ესპანურმა კლუბებმა დორტმუნდის "ბორუსიამ" და მადრიდის "რეალმა" შექმნეს.

 

"ის, რასაც მესიმ მიაღწია, ზებუნებრივია. ლეო მხოლოდ ერთი სიტყვით შეგვიძლია დავახასიათოთ, "ფენომენი". ასეთ ასაკში იგი უკვე ზიდანის, კრუიფის, მარადონასა და პელეს სიმაღლეზე დგას", - განაცხადა ჰაინკესმა.

კომენტარები (0)

ინფორმაცია