ვალდესს სასჯელი არ შეუმცირეს

ვალდესს სასჯელი არ შეუმცირეს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო კომიტეტმა ვიქტორ ვალდესის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით შესული საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარსას" კარის დარაჯი ლა ლიგის მომდევნო 3 თამაშს გამოტოვებს.

"რეალთან" გამართული "ელ კლასიკოს" შემდეგ, მადრიდელთა კარში აშკარა თერთმეტმეტრიანის არდანიშვნით გაბრაზებულმა ვალდესმა თავისი უკმაყოფილება ზედმეტად ემოციურად გამოხატა და პერეს ლასასგან წითელი ბარათი მიიღო. მოგვიანებით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ, ვალდესს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. კატალონიურმა მხარემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სასჯელის შემცირება მოითხოვა, მაგრამ უშედეგოდ.

ვალდესმა, "დეპორტივოსთან" გამართული მატჩი უკვე გამოტოვა. დისკვალიფიკაციის დანარჩენ სამ თამაშს ის "რაიოსთან", "სელტასთან" და "მალიორკასთან" მოიხდის.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.