საბადელი-ბარსა ბ
დღეს გაიმართა "ლიგა ადელანტეს" ეგიდით ჩატარებული მატჩი "ბარსელონა ბ-სა" და "საბადელს" შორის.
მატჩი საკმაოდ შედეგიანად დაიწყო "ბარსელონასთვის". მეშვიდე წუთზე მოედნის მარჯვენა ფლანგზე დეულოფეუს წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვიეს და ჯარიმა დაინიშნა. ბურთთან ლუის ალბერტო მივიდა. ამ უკანასკნელმა საჯარიმოში ჩააწოდა და ანგარიში რაფინია ალკანტარამ თავური დარტყმით გახსნა.
მათცი ასევე აქტიურად გაგრძელდა, თუმცა შეტევა მოწინააღმდეგემაც გაამწვავა. სტადიონზე ქარი ძლიერეად უბერავდა, ამიტომ ბურთის კონტროლი "ბარსას" ფეხბურთელებისთვის საკმაოდ ჭირდა. ბურთი ზოგჯერ საჭიროზე ნელა ან სწრაფად მიდიოდა. 23 წუთზე "შაბადელის ფეხბურთელმა 3-ჯერ შეეცადა კუთხურიდან გოლის გატანას. აქვე გეტყვით, რომ ასეთ დარტყმას და გოლს ესპანეთში ოლიპმიკოს ეძახიან. ხორდი სამიპმა სამივეჯერ დამაჯერებლად მოიგერია ბურთი. ამ მომენტების შემდეგ მატჩი უმომენტო და უსიცოცხლო გახდა. სახიფათო მომენტები საერთოდ აღარ იქმენბოდა და მოედნის ცენტრში წესების დარღვევა გახშირად. უფრო მეტად "საბადელის" ფეხბურთელები ჯარიმდებოდნენ. 37-ე წუთზე "საბადელის" ფეხბურთელს შეეძლო მასიპის კარში გოლის გატანა, თუმცა ბურთი დაკარგა, დეულოფეუმ კი კონტრ შეტევაზე მაღალი სიჩქარით შევიდა საჯარიმოში, შორეული მაღალი კუთხისკენ დაარტყა და ძელს მოარტყა. მალევე რაფინიას წინააღმდეგ თამაშის წესები დაირღვა, მსაჯმა კი რამირესი დაინდო და არ გააძევა. ჯარიმის შემდეგ "საბადელმა" ბურთი ხელში ჩაიგდო და სწრაფი იერიში მიიტანა "ბარსას" კარზე, თუმცა პლანასმა შესანიშნავად ითამაშა და ბურთი აართვა. 44-ე ჭუთზე კვლავ დეულოფეუ დაიძრა ცენტრიდან და ლობატოს მარჯვინ გადააწოდა. ამ უკანასკნელმა ერთი მცველი მოიშორა და მეკარისგან შორეულ კუთხეში დაარტყა და ანგარიში 2-0 გახდა. "საბადელმა" მატჩის განახლებისთანავე მასიპის კარისგენ იერიში მიიტანეს, ერთერთმა ფეხბურთელმა იდალგოს მაღალი ბურთი საჯარიმოში ჩაუკიდა, ამ უკანასკნელმა კი ბურთის დაბლა დაუშვებლად დაარტყა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. პირველი ტაიმი ამ მომენტით დასრულდა.
მეორე ტაიმში მესამოცე წუთამდე გარდამავალი უპირატესობა ჰქონდათ გუნდებს. შეიქმნა რამდენიმე სახიფათო მომენტიც. მესამოცე წუთზე კი "ბარსელონას" რიგებში ცვლილება მოხდა. არგენტინელი არაუხოს მაგივრად ესპანელი სანჩესი გამოვიდა მოედანზე. მალევე რაფინიამ ყვითელი ბარათი მიიღო წესების უხეშად დარღვევისათვის. მოწინაღმდეგეს ბრაზილიელმა უკნიდან ჩაარტყა ფეხები და ბარათიც დამსახურებულად მიიღო. 64-ე წუთზე "ბარსელონას" კარში სახიფათო მომენტი შეიქმნა, მასიპმა კი შესანიშნავი სეივით ბურთი კარის ხაზზე გააჩერა და მოიგერია. იქვე კონტრშეტევაზე კვლავ აქტიურმა დეულოფეუმ შეუტია და კარში დაარტყა, თუმცა ძალიან მიცრე მანძილით ააცილა კარს. 70-ე წუთზე იდალგომ კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შექმნა, მცველი საჯარიმოში ცამოიშორა და ცხრიანში დაარტყა, თუმცა ბურთი ხარიხარას მოარტყა. მალივე ლანზაროტემ ანგარიში გაათანაბრა. იდალგომ მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა, ლანზაროტემ კი მასიპს ძლიერად დაურტყა. 78-ე წუთზე "ბარსელონას" ნახევარზე კუთხური დაინიშნა. "სასბადელის" ფეხბურთელმა ჩამოაწოდა და 2-მა ნომერმა აბრაამ პაცმა თავური დარტყმით ანგარიში 3-2 გახადა.
მატჩი ასეთივე ანგარიშით დასრულდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]