“თასების მეფე"- 25-ედ

“თასების მეფე"- 25-ედ

კატალონიის "ბარსელონა” ფინალში "ბილბაოს ატლეტიკის” ძლევით ესპანეთის თასების მეფე გახდა. მან ეს ტიტული 25-ედ მოიგო და უკან მდევარ ბასკურ "ბილბაოს” 2 ტიტულით უსწრებს, ვინაიდან მათ 23 ჯერ აქვთ ეს ჩემპიონატი მოგებული.გუშინ ვალენსია მასპინძლობდა ესპანეთის თასის ისტორიაში 2 ყველაზე ტიტულიან გუნდს. "ბარსელონა”-24 და "ბილბაო”-23. ამ თამაშით კატალონიელებმა თავიანთი რეკორდი კიდევ უფრო გაამუჯობესეს და 25-მდე მიაღწიეს.

სამეფო ტახტზე დაბრუნება.

მართალია კატალონიელები არიან ყველაზე მეტგზის გამარჯვებულები, მაგრამ 1997-98 წლების სეზონის მერე მათ ეს ტიტული არ ჰქონდათ მიღებული. წინა ჩემპიონატის ფინალიც მესტალიაზე შედგა სადაც ლუის ვან გაალის "ბარსელონამ” "მალიორკას” პენალტების სერიაში სძლია. ეს ნიშნავდა იმას რომ "ბარსა” არა მხოლოდ წამოეწია "ბილბაოს” არამედ კლუბის ისტორიაში პირველად გახდა რეკორდსმენი.

1910-დან 1998-მდე 24 ტიტული.

ვიდრე "ბარსელონა” მესტალიაზე მოიგებდა 1998 წლის ფინალს, მანამდე მათ ამ ტიტულის მოგება 23 ჯერ მოახერხეს. გავიხსენოთ როდის მოხდა ისინი.

1910, 1912, 1913, 1920, 1922, 1925, 1926, 1928, 1942, 1951, 1952, 1953, 1957, 1959, 1963, 1968, 1973, 1978, 1981, 1983, 1988, 1990, 1997.

24 ტიტული 88 წელში, ეს ნიშნავდა იმას რომ ყოველ 3,5 წელიწადში "ბარსა”იგებდა ამ ჩემპიონატს. წინა ფინალიდან დღდემდა 11 წელი გავიდა და ყველაზე გრძელ პერიოდად ჩამოყალიბდა თასის არ მოუგებლობაში 1928-1942 წლებთან ერთად. მართალია 1928-დან 42-მდე 14 წელი გავიდა, მაგრამ ამ პერიოდში 3 ჩემპიონატი არ ჩატარდა.

მესტალიაზე 5-დან 4.

მესტალია კატალონიელებისთვის იღბლიანი სტადიონია, რადგან ამ სტადიონზე ჩატარებული 5 ფინალიდან "ბარსამ” 4 მოიგო, ესენი იყო: 1926, 1990, 1998 და 2009 წლებში.

წყარო www.fcbarcelona.cat

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.