Europe-Bet.com
 
2-06-2012, 17:03

შესაძლოა, გვარდიოლამ და მოურინიომ ერთად იმუშაონ

გასაოცარი და ბევრისთვის სასაიმოვნო ინფორმაცია გაავრცელა El confedencial–მა. როგორც გაირკვა, ერთ–ერთმა მექსიკურმა ტელეარხმა კატალონიის "ბარსელონას" ყოფილ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას და მადრიდის "რეალის" ამჟამინდელ დამრიგებელ ჟოზე მოურინიოს შესთავაზა ერთად წაიყვანონ ევრო 2012–ის მატჩები და გასწიონ კომენტატორობა.

 

გამოცემის ცნობით, მექსიკელები მზად არიან პორტუგალიელს და კატალონიელს ნახევარ–ნახევარ მილიონი ევრო გადაუხადოს. ამის მიუხედავად, როგორც უკვე გაირკვა, გვარდიოლას უარი უთქვამს ახალ დროებით სამუშაოზე, მაგრამ არავინ იცის რა მოხდება და შესაძლოა პეპმა აზრიც კი შეიცვალოს. რაც შეეხება ჟოზეს, მისგან პასუხი ჯერ არ მოუსმენიათ.

 

ზემოთ ხსენებული მექსიკური ტელეარხი დიდ გეგმებს აწყობს და სურს მაყურებლები სწორედ დიდი ფეხბურთელების კომენტატორებად გამოყენებით მიიზიდოს. ისინი ასევე მართავენ მოლაპარაკებებს ლუიშ ფიგუსთან, ზინედინ ზიდანთან და ფერნანდო მორიენტესთან. 


ავტორი: THIERRYHENRY14


ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ არ გაგივლიათ ავტორიზაცია.
თუ არ ხართ დარეგისტრირებული, დარეგისტრირდით, ან გაიარეთ ავტორიზაცია.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.