2002 წლის 5 მაისს, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის მატჩში, რომელშიც "ბარსელონა" "ესპანიოლს" ხვდებოდა, ანგარიში პატრიკ კლუივერტმა გახსნა. ჰოლანდიელმა ლა ლიგაში "ბარსას" 4500-ე გოლი გაიტანა. ის თამაში "ბარსამ" 2:0 მოიგო. მე-2 გოლი ლუის ენრიკემ გაიტანა.
1998 წელს, ზედიზედ მე-2 სეზონში, "ბარსელონამ" კატალონიის თასზე "ევროპასთან" წააგო. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში "ბარსამ" 3:4 წააგო.
1984 წლის 5 მაისს, ბილბაოს "ატლეტიკსა" და "ბარსელონას" შორის, ესპანეთის თასის ფინალში გამართული მატჩში მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. თამაში ბასკებმა 1:0 მოიგეს. შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე, მოედანზე ჩხუბი დაიწყო, რომელშიც სათადარიგო ფეხბურთელებიც ჩაებნენ.
1956 წლის 5 მაისს, ბასკეთში დაიბადა ხოსე რამონ ალესანკო, რომელიც "ბარსელონაში" 13 წლის განმავლობაში თამაშობდა. ცენტრალური მცველი "ბარსაში" ბილბაოს "ატლეტიკიდან" გადავიდა. კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 274 მატჩში მან 25 გოლი გაიტანა.
ავტორი: barcaman



