Europe-Bet.com
 
6-02-2012, 15:55

ინიესტა და პედრო ჯგუფთან ერთად, მესი განცალკევებით

ერთ დღიანი დასვენების შემდეგ "ბარსელონამ" ვარჯიში განაახლა და "ვალენსიასთან" საპასუხო მატჩისთვის მზადება დაიწყო. სასიხარულოა, რომ "ბარსელონას" ოფიციალური საიტის ინფორმაციით ჯგუფთან ერთად ვარჯიში განაახლეს ინიესტამ და პედრომ, რომლებიც ტრავმირებულები იყვნენ.

 

აღდგენითი ვარჯიშები გააკეთა სერხიო ბუსკეტსმაც. რაც შეეხბა ლიონელ მესის, მან გუნდისგან განცალკევებით, სავარჯიშო დარბაზში ივარჯიშა.

 

დღევანდელ ვარჯიშზე გამოცხადდნენ "ბარსა ბ"-ს ფეხბურთელები: დოს სანტოსი, ტელიო, სერხი რობერტო, დეულოფეუ, მონტოია, ბარტრა და მუნიესა


ავტორი: iako
წყარო: www.sport.es



ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ არ გაგივლიათ ავტორიზაცია.
თუ არ ხართ დარეგისტრირებული, დარეგისტრირდით, ან გაიარეთ ავტორიზაცია.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.