Europe-Bet.com
 
6-02-2012, 12:30

მესის და რონალდუს კონკურენტი გამოუჩნდათ

ის, რომ ლიონელ მესი დღეს ერთპიროვნულად ითვლება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად, სიახლეს არ წარმოადგენს. ის, რომ მსოფლიოს #2 ფეხბურთელობაში კონკურენტი არ ჰყავს კრიშტიანუ რონალდუს, ესეც არ უნდა იყოს სიახლე. არგენტინელი და პორტუგალიელი გარდა არაჩვეულებრივი თამაშისა, გოლეადორობითაც გამოირჩევიან. შარშან ამ ორ ფეხბურთელს შორის კონკურენცია მანამ გაგრძელდა, სანამ "ბარსამ" ჩემპიონობა არ გაინაღდა და ბოლო მატჩებში მესი სათადარიგოთა სკამზე არ დაჯდა. პრიმერას ბოლო ტურებში კი რონალდუმ უამრავი გოლი გაიტანა და საბოლოო ჯამში "ოქროს ბუცი" ფეხზე სწორედ მან მოირგო.

 

გოლეადორების სიას წელსაც რონალდუ ლიდერობს. მის ანგარიშზე 21 ტურში გატანილი 24 გოლია, აქედან 9 თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან. მას მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩენა ლიონელ მესი. ადრე თუ პორტუგალიელსა და არგენტინელს გოლეადორობაში კონკურენტი არ ჰყავდათ, წელს ვითარება შეიცვალა. გოლები გოლებზე გააქვს "არსენალელ" რობინ ვან პერსის. ჰოლანდიელი მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება მესის და თუ ასე გააგრძელებს, ვინ იცის, იქნებ "ოქროს ბუცსაც" დაეპატრონოს.

გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, ვინ გახდება მიმდინარე სეზონში "ოქროს ბუცის" მფლობელი?

ლიონელ მესი - 484 (71,07%)
71,07%
კრიშტიანუ რონალდუ - 117 (17,18%)
17,18%
რობინ ვან პერსი - 64 (9,4%)
9,4%
სხვა - 16 (2,35%)
2,35%

ავტორი: iako



ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ არ გაგივლიათ ავტორიზაცია.
თუ არ ხართ დარეგისტრირებული, დარეგისტრირდით, ან გაიარეთ ავტორიზაცია.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.