ჰაინკესი: "კროოსი და ტიაგო უდიდესი ტალანტის მქონენი არიან"

ჰაინკესი: "კროოსი და ტიაგო უდიდესი ტალანტის მქონენი არიან"

  მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა, შეაქო საკუთარი გუნდის წევრი ტონი კროოსი და კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა. იყობინება ესპანური მედია.

 

უამრავი სპეციალისტის აზრით, ტონი კროოსი მიმდინარე სეზონში მართლაც ძალიან ლამაზ ფეხბურთს გვთავაზობს ისევე, როგორც ბრაზილიური ფესვების მქონე ტიაგო ალკანტარა.

 

"კროოსი გახლავთ იმ ორი ყველაზე დიდი ტალანტის მქონე ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი, რომლებიც ევროპაში ასპარეზობენ. კიდევ ერთი ასეთი ფეხბურთელი კატალონიის "ბარსელონას" შემადგენლობაში ასპარეზობს. საუბარი მაქვს, რა თქმა უნდა, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ნახევარმცველზე, ტიაგო ალკანტარაზე". დაასრულა იუპ ჰაინკესმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.