ფრანჩისკო ჩავიერ გონსალეს ურუტიკოეჩეა, “ურუტი”

სეზონი კლუბში: 1981-1988

თამაში: 220

 

 

დაუვიწყარი ურუტი (სან სებასტიანი, 1952 – ბარსელონა, 2001) „ბარსას“ ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე დიდებული მეკარეა და იგი იყო მთავარი ფიგურა 1984/85 წლების ლეგენდარული გუნდისა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
ურუტი “ბარსელონაში” 1981 წელს „ესპანიოლიდან“ გადმობარგდა. ფრანცისკო გამოირჩეოდა თავისი სიმარჯვით, ეფექტურობით, საიმედოობით, რეაქციით, ლიდერობის თვისებებითა და სიმამაცით.
ქარიზმატულმა ურუტიმ მაღალი დონის პოპულარობას მიაღწია, როცა „ვალიადოლიდთან“ მატჩში მოიგერია პენალტი და მატჩის ანგარიში გუნდის სასარგებლოდ, 1–2, შეინარჩუნა. ამ შედეგმა „ბარსა“ 4 ტურით ადრე გააჩემპიონა. დიდი პოპულარობა მოიპოვა ასევე კატალონიის რადიოს კომენტატორმა, ხოაკინ მარია პუიალმა, როდესაც პირდაპირ ეთერში თქვა: “ Urruti t’estimo”, რაც ნიშნავს „ურუტი, მიყვარხარ“. ეს სიმბოლიზებას უწევს „ბარსას“ ფანების იმწუთიერ გრძნობებს. ერთი წლის შემდეგ, ევროპის თასის მოწყენილ ფინალში, რომელიც სევილიაში გაიმართა, ურუტიმ ორი პენალტის მოგერიება მოახერხა „სტიაუას“ წინააღმდეგ, მაგრამ ამაოდ.
1986/87 წლებში სუბისარეტას მოსვლამ ჩავიერი სათადარიგოთა სკამზე გაამწესა. სწორედ ამ დროიდან ის წინ უძღოდა ბრძოლას, რომ შეენარჩუნებინა გუნდის მორალი შემდეგი 2 წლის განმავლობაში. 1983/84 წლების სეზონში მან „სამორას“ ჯილდოც მოიგო, რადგან ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა იმ სეზონში, მხოლოდ 26 გოლი 32 მატჩში.

 

ტიტულები

ესპანეთის ჩემპიონატი – 1984-85

Kings Cup – 1982/83, 1987/88

ესპანეთის ლიგის თასი – 1982-83,