სამუელ უმტიტი
დაბადების ადგილი | იუანდე, კამერუნი |
დაბადების თარიღი | 14.11.1993 |
წონა | 75 კგ |
სიმაღლე | 182 სმ |
დებიუტი | 17.08.2016 |
თამაში* | 133 |
გოლი* | 2 |
ასისტი* | 1 |
*ბოლო განახლება: 12.12.21
სამუელ უმტიტი "ბარსელონაში" გუნდის დაცვის ხაზის გასაძლიერებლად მოვიდა. კამერუნელი წარმოშობის ფრანგი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში 2016 წლის 14 ივლისს, "ლიონიდან" გადავიდა, სადაც ის ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო.
"ლიონის" ახალგაზრდულ გუნდებში თამაშის შემდეგ, უმტიტი პირველ გუნდში 2011/12 სეზონში დაწინაურდა. იქ მან, საერთო ჯამში, 170 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა.
უმტიტი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ევრო 2016-ზე გამოიძახეს, სადაც მისი ქვეყანა ტურნირის მასპინძელი იყო. უმტიტის დებიუტი 1/4 ფინალში, ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. ბრწყინვალე დებიუტის წყალობით, ის ტურნირის დანარჩენ მატჩებშიც ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. უმტიტიმ ნახევარფინალში, გერმანიის წინააღმდეგ და ფინალში, პორტუგალიის წინააღმდეგ, მთელი მატჩის განმავლობაში ითამაშა. საფრანგეთის მთავარ ნაკრებში დებიუტამდე, უმტიტიმ ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა.
სამუელ უმტიტი "ბარსელონას" მოთამაშედ ოფიციალურად 2016 წლის 15 ივლისს წარადგინეს, მისი ოფიციალური დებიუტი კი 17 აგვისტოს, ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით მატჩში, "სევილიასთან" გამართულ შეხვედრაში (3-0) შედგა.
ტიტულები
ბარსელონა
- ესპანეთის ჩემპიონატი (2): 2017/18, 2018/19
- ესპანეთის თასი (3): 2016/17, 2017/18, 2020/21
- ესპანეთის სუპერ თასი (2): 2016/17, 2018/19
ლიონი
- საფრანგეთის თასი: 2011/12
საფრანგეთის ნაკრები
- მსოფლიოს ჩემპიონატი: 2018
- 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი: 2013