ანტონი ტორესი

სეზონი კლუბში: 1965-1976

თამაში: 475

გოლი: 7


ანტონი ტორესი (ბალაგუერი, 1943 – ბარსელონა 2003) მცველი იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახევარდაცვაში მარჯვენა მლანგზეც თამაშობდა. ტორესი ისეთი მცველი იყო, რომელიც მთელ დაცვის ხაზს აკონტროლებდა და გამოირჩეოდა აგრესიული და უხეში თამაშით, თუმცა, ამასტანავე, დისციპლინითა და რეგულარობით.

ანტონი კლუბის ყველაზე ეფექტური მცველი იყო და "ბარსელონაში" 11 სეზონის განმავლობაში თამაშობდა. ის აფორმებდა დუეტს სხვა ფეხბურთელთან, რომელიც ძალიან ჰგავდა მას ხასიათებით და ცნობილი იყო 60–იანი წლების მეორე ნახევარში და 70–იანის დასაწყისში.

ის 1973/74 წლების ლა ლიგის დაუვიწყარი სეზონის ოფიციალური ფეხბურთელი იყო "ბარსას" რიგებში და "ბლაუგრანას" მაშინდელი ძირითადი შემადგენლობა ცნობილი იყო როგორც "los once hombres justos”(11 შესაბამისი(სწორი) კაცი). ფეხბურთელობის შემდეგ, მან "ბარსაში" ერთ–ერთ მწვრთნელად დაიწყო მუშაობა და ის 1979 წელს რიფეს გვერდზე იყო, როდესაც კატალონიურმა კლუბმა პირველი "რეკოპა" მოიგო ბაზელში.


ტიტულები

ესპანეთის ჩემპიონატი – 1973–74

ესპანეთის თასი – 1967–68, 1970–71

ბაზრობათა თასი – 1965–66

ბაზრობათა თასის ფინალი – 1971