რამონ ტორალბა

სეზონი კლუბში - 1913–1928
მატჩები –
475
გოლები –
16


ცნობილი, როგორც  ’la Vella’ (ძველი), „ბარსაში“ გატარებული მრავალი წლის გამო, რამონ ტორალბა (არდისა, სარაგოსა, 1887 – ბარსელონა, ?) „ბარსელონას“ ისტორიაში ლეგენდარული ფიგურაა კლუბისადმი თავისი ერთგულების გამო 15 სეზონის განმავლობაში.

ჩამშლელი ნახევარმცველი, ის გამოირჩეოდა თავისი ფიზიკური სიძლიერით და თავგანწირვის უსაზღვრო უნარიანობით. რამონი სამიტიერსა და სანჩოს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორობას უწევდა, უფრო მეტიც, ზოგი თვლის, რომ ეს სამი ფეხბურთელი “ბარსას”ყველა დროის საუკეთესო ნახევარდაცვას წარმოადგენს.

1914/15–დან 1925/26 წლებამდე ტორალბა ძირითადი შემადგენლობის რეგულარული ფეხბურთელი იყო და ამ დროის განმავლობაში იგი მუდმივად ბრწყინვალე ფიზიკურ ფორმაში იმყოფებოდა. 1924/25 წლების სეზონში, 30 წლის ასაკში, მან 42 მატჩის ჩატარება მოახერხა.

რამონ ტორალბა „ბარსას“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელი იყო, რომლისთვისაც პატივმისაგები მატჩი ჩატარდა. პირველად ეს მოხდა 1917 წლის 4 თებერვალს, “ინდუსტრიის“ ქუჩის სტადიონზე. იმ დროს ესპანელი ჯერ კიდევ აქტიური ფეხბურთელი იყო. მეორე პატივმისაგები და გამოსამშვიდობებელი მატჩი ჩატარდა 1928 წლის პირველ ივლისს, „ლეს კორტის” სტადიონზე.


ტიტულები

ესპანეთის ჩემპიონატი – 1919/20, 21/22, 24/25, 25/26, 27/28
კატალონიის ჩემპიონატი – 1915/16, 18/19, 19/20, 20/21, 21/22, 23/24, 24/25, 25/26, 26/27, 27/28