მარკ-ანდრე ტერ შტეგენი

დაბადების ადგილი მიონხენგლადბახი, გერმანია
დაბადების თარიღი 30.04.1992
წონა 85 კგ
სიმაღლე 187 სმ
დებიუტი 17.09.2014
თამაში* 402
მშრალი თამაში* 168
გაშვებული გოლი* 389

*ბოლო განახლება: 18.03.24

ტერ შტეგენი ფეხბურთს უმაღლეს დონეზე 19 წლის ასაკიდან თამაშობს. ის შესანიშნავია ფეხით თამაშის დროს და დაკავშირებულია "ბარსელონას" როგორც აწმყოსთან, ასევე მომავალთან.

მარკ ანდრე ტერ შტეგენმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2014 წელს გააფორმა. კატალონიურ გუნდს ის მიონხენგლადბახის "ბორუსიადან" შეუერთდა. 1992 წლის 30 აპრილს მიონხენგლადბახში დაბადებულ ფეხბურთელს მსოფლიოს ერთ-ერთ იმედისმომცემ მეკარედ ქცევისთვის დიდი დრო არ დასჭირვებია.

"ბარსელონამდე" ტერ შტეგენს მხოლოდ "გლადბახში" უთამაშია, რომელსაც 1996 წელს, 4 წლის ასაკში შეუერთდა. 2011 წლის 10 აპრილს, როდესაც ტერ შტეგენი მხოლოდ 18 წლის იყო, პირველ გუნდში მისი დებიუტი შედგა. ეს ბუნდესლიგის მატჩში, "კიოლნის" წინააღმდეგ მოხდა. "გლადბახმა" 5-1 მოიგო, ტერ შტეგენი კი გუნდის პირველი მეკარე მალე გახდა. პირველ 6 შეხვედრაში მან მხოლოდ 3 გოლი გაუშვა.

მომდევნო ორ მატჩში ტერ შტეგენი და მისი გუნდი ბუნდესლიგაში დარჩენისთვის ფლეი ოფში თამაშობდნენ, რომელიც 2-1 მოიგეს. მომდევნო სეზონში მარკი ბუნდესლიგის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. "გლადბახის" პირველ გუნდში გატარებული 4 სეზონის განმავლობაში მან მონაწილეობა ბუნდესლიგის 108 თამაშში მიიღო.

ტერ შტეგენს "ბარსელონას" პირველ გუნდში დებიუტი 2014 წლის 17 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ნიქოზიის აპოელ-ის წინააღმდეგ ჰქონდა. ის თამაში "ბარსელონამ" 1-0 მოიგო. 22 წლის ასაკში ტერ შტეგენი "ბარსელონას" მე-2 გერმანელი მეკარე გახდა რობერტ ენკეს შემდეგ.

სადებიუტო სეზონში გერმანელმა მეკარემ ჩემპიონთა ლიგაზე ყველა თამაში შეუცვლელად ჩაატარა. მას ასევე წამყვანი როლი ჰქონდა ესპანეთის თასზე. "ბარსელონამ" ორივე ეს ტურნირი მოიგო. ლუის ენრიკე ამ ტურნირებზე ტერ შტეგენს მომდევნო სეზონშიც ენდობოდა. 2016/17 წლების სეზონიდან კი მარკი გუნდის პირველი მეკარე გახდა. ამ სეზონიდან მოყოლებული, ის ლა ლიგაშიც გუნდის კარის მთავარი დარაჯია.

"ბარსელონაში" თავის კარგად გამოჩენის წყალობით ტერ შტეგენმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებთან ერთად გამგზავრების საშუალება მიიღო. ეროვნულ გუნდში დებიუტი მას 2012 წელს ჰქონდა, მაგრამ 2014 წლის მუნდიალის განაცხადს მიღმა ბოლო მომენტში დარჩა.

ტიტულები

ბარსელონა
  • ესპანეთის ჩემპიონატი (5): 2014/15, 2015/16, 2017/18, 2018/19, 2022/23
  • ესპანეთის თასი (5): 2014/15, 2015/16, 2016/17, 2017/18, 2020/21
  • ესპანეთის სუპერ თასი (3): 2016/17, 2018/19, 2022/23
  • ჩემპიონთა ლიგა: 2014/15
  • ევროპის სუპერ თასი: 2015/16
  • მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 2015/16
გერმანიის ნაკრები
  • 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი: 2009

სიახლეები ფეხბურთელზე

"მალიორკასთან" მატჩი მარკ-ანდრე ტერ შტეგენისთვის "ბარსელონაში" მე-400 აღმოჩნდა, რაც გერმანელმა მშრალი კარით აღნიშნა...
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "მალიორკასთან" შეხვედრის სასტარტო შემადგენლობაშია, რაც ნიშნავს, რომ ის "ბარსელონაში" მე-400 მატჩს ჩაატარებს...
გასულ ზაფხულში გერმანელმა "ბარსასთან" კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა, რაც ნიშნავს, რომ მისი გაყიდვის შემთხვევაში, კატალონიური გრანდი...