კრისტიან ტელიო ერერა

სახელი: კრისტიან ტელიო ერერა

ნომერი: 20

დაბადების ადგილი: საბადელი

დაბადების თარიღი: 11.08.1991

სიმაღლე: 178 სმ

წონა: 65 კგ

კრისტიან ტელიო ქალაქ საბადელში 1991 წლის 11 აგვისტოს დაიბადა. "ბარსელონას" საფეხბურთო აკადემიას ის 11 წლის ასაკში შეუერთდა. 2002-07 წლებში ახალგაზრდულ გუნდებში თამაშის შემდეგ, ის "ესპანიოლში" გადავიდა, ხოლო ერთი სეზონი, არენდით, საფეხბურთო კლუბ "დამნში" გაატარა. ტელიო "ბარსელონაში" 2010 წელს დაბრუნდა და "ბარსა ბ"-ში ჩაირიცხა.

"ბარსელონას" პირველ გუნდში ტელიოს დებიუტი 2011 წლის 8 ნოემბერს, ესპანეთის თასზე, "ოსპიტალეტის" წინააღმდეგ შედგა. იმ შეხვედრაში, მან 2 გოლის გატანა მოახერხა. ლა ლიგაში, ტელიო მოედანზე პირველად 2012 წლის 28 იანვარს, "ელ მადრიგალზე", "ვილიარეალის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში ვიხილეთ. ერთი კვირის შემდეგ, "სოსიედადის" კარის აღებით, მან ესპანეთის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მას შემდეგ, პეპ გუარდიოლაც და ტიტო ვილანოვაც მას ნდობას უცხადებდნენ. მწვრთნელებს მასში იზიდავთ სისწრაფე, ერთი-ერთზე კარგად თამაში, ტაქტიკური დისციპლინა და გოლის გატანის შესაძლებლობა.

2012 წლის 17 დეკემბერს, კრისტიან ტელიომ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გააფორმა და ის პირველი გუნდის სრულფასოვან წევრად იქცა.

თვისებები

კრისტიან ტელიო სწრაფი შემტევი ფეხბურთელია, რომელსაც ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია. მისი დადებითი თვისება ერთი-ერთზე კარგად თამაშია. მას შეუძლია როგორც გოლების თავად გატანა, ასევე თანაგუნდელთათვის საგოლე გადაცემების გაკეთება.

მიღწევები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი: 2012-13

ესპანეთის თასი: 2011-12

ესპანეთის სუპერთასი: 2013-14