ბერნდ შუსტერი

სეზონი კლუბში: 1980-88

თამაში: 295

გოლი: 106

განსაკუთრებელი დონის ნახევარმცველი, ბერნდ შუსტერი(აუგსბურგი, გერმანია 1959),  1980–იანი წლების „ბარსას“ წამყვანი ფეხბურთელი იყო.

მას ჰქონდა გამორჩეული შესაძლებლობები ფეხბურთში, მაგრამ გამოირჩეოდა აგრეთვე ფიზიკური ძალით, არაჩვეულებრივი დრიბლინგითა და დარტყმის სიძლიერით. თუმცაღა, რთული ხასიათი მას ბევრ პრობლემას უქმნიდა.

1981 წელს შუსტერი სერიოზულად დაშავდა ბილბაოს „ატლეტიკის“ მცველის, ანდონი გოიკოეჩეას ზედმეტად უხეში თამაშის შედეგად. როდესაც ის დაბრუნდა მოედანზე ტრავმის შემდეგ, მარადონამ მისი სახით ბრწყინვალე პარტნიორი იშოვა და ორივე ერთად არაჩვეულებრივ ფეხბურთს თამაშობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოახერხეს ყველა იმ ტიტულის მოგება, რომელიც მათ სურდათ. და მაინც, საუკეთესო შუსტერი „კამო ნოუმ“ მარადონას წასვლის შემდეგ, 1984/85 წლების სეზონში იხილა, როდესაც „ბარსამ“ ლა ლიგა მოიგო.

ის ლიდერობდა გუნდს, თავის თავზე იღებდა პენალტებსა და საჯარიმო დარტყმებს, ხშირად მთლიან თამაშსაც. შუსტერი აგრეთვე ამხნევებდა თანაგუნდელებს, როცა ყველაფერი ისე არ მიდიოდა, როგორც მათ სურდათ.

სამწუხაროდ, ცოტა მოგვიანებით, მისი ურთიერთობა ხელმძღვანელობასთან გაუარესდა და შედეგად, 1986/87 წლების სეზონი ძირითადად სკამზე გაატარა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, „ბარსას“ ფანების მეხსიერებაში ის სამუდამოდაა შესული, როგორც არაჩვეულებრივი დონის ფეხბურთელი.

 

ტიტულები

ესპანეთის ჩემპიონატი – 1984/85

ესპანეთის თასი – 1980/81, 1982/83, 1987/88

ესპანეთის ლიგის თასი – 1982/83, 1985/86

ესპანეთის სუპერთასი – 1983