ხოსეპ სამიტიერი

სეზონი კლუბში - 1918–1933
მატჩები –
454
გოლები –
326


ხოსეპ სამიტერი დაიბადა 1902 წლის 2 თებერვალს, ბარსელონაში. გარდაიცვალა 1972 წლის 5 მაისს, ბარსელონაში. გატანილი გოლების მიხედვით, ”ბარსელონას” თავდამსხმელთა შორის მეორე ადგილი უკავია.

მან საფეხბურთო კარიერა ”ინტერნასიონალის” ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო , ხოლო 15 წლის ასაკში ”ბარსელონაში” გადავიდა, სადაც 2 წლის მერე დებიუტი ჰქონდა. მის მხარდამხარ თამაშობდა მისი ბავშვობის მეგობარი, სიგიბარბა.

1925 წელს, იგი ესპანეთის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად იქცა. იმ წლების მანძილზე, რაც მან ”ბარსელონაში” გაატარა, 12 კატალონიის ჩემპიონატი მოიგო, 5 სამეფო თასი და 5 ფინალიდან, 4-ში გოლის გატანა მოახერხა, ასევე მან გაიტანა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ისტორიაში პირველი გოლი.

1933 წელს, 31 წლის ასაკში, მან ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დატოვა კლუბი, რითიც ისარგებლა მადრიდის ”რეალმა” და ფეხბურთელი თავის რიგებში ჩარიცხა.


ტიტულები:

კატალონიის ჩემპიონი 12 : 1919, 1920, 1921, 1922, 1924, 1925, 1926, 1927, 1928, 1930, 1931, 1932

ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული 1: 1920

პრინსეპ ასტურიის თასის მფლობელი 3: 1922, 1924, 1926

ესპანეთის ჩემპიონი 1: 1933

მეფის თასის მფლობელი 6: 1920, 1922, 1925, 1926, 1928, 1934