სერჟი რობერტო

დაბადების ადგილი რეუსი, ესპანეთი
დაბადების თარიღი 07.02.1992
წონა 68 კგ
სიმაღლე 178 სმ
დებიუტი 10.11.2010
თამაში* 365
გოლი* 19
ასისტი* 42

*ბოლო განახლება: 18.03.24

როდესაც სერჟი რობერტო 14 წლის იყო, მან მშობლიური ქალაქი რეუსი ბარსელონაზე და "ლა მასიაზე" გაცვალა. ტარაგონას "ხიმნასტიკის" ყოფილი ფეხბურთლი "ბარსელონას" საფეხბურთო აკადემიაში განვითარებას განაგრძობდა. შედეგად, მან თავი "ბარსა ბ"-ში, ლუის ენრიკესთან ამოჰყო.

სეგუნდა დივიზიონში მოთამაშე გუნდის ლიდერად ქცევის შემდეგ, სერჟი რობერტო "ბარსას" პირველ გუნდში დაწინაურეს. ეს 2013 წელს, ხერარდო მარტინოს ხელმძღვანელობის დროს მოხდა. არადა, პირველ გუნდში ოფიციალური დებიუტი რობერტოს ჯერ კიდევ 2010 წლის 10 ნოემბერს, ესპანეთის თასზე, "სეუტასთან" "კამპ ნოუზე" გამართულ მატჩში ჰქონდა.

დღეს სერჟი გუნდის ერთ-ერთ ვეტერანად ითვლება. მისი მთავარი თვისება უნივერსალიზმია - ესპანელს როგორც მოედნის ცენტრში, ასევე დაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაში შეუძლია.

"ბარსელონას" გულშემატკივრებს სერჟი რობერტო "პარი სენ-ჟერმენთან" გამართულ ლეგენდარულ თამაშში ისტორიული გოლის გატანის გამო სამუდამოდ ემახსოვრებათ.

ტიტულები

ბარსელონა
  • ესპანეთის ჩემპიონატი (7): 2010/11, 2012/13, 2014/15, 2015/16, 2017/18, 2018/19, 2022/23
  • ესპანეთის თასი (6): 2011/12, 2014/15, 2015/16, 2016/17, 2017/18, 2020/21
  • ესპანეთის სუპერ თასი (6): 2010/11, 2011/12, 2013/14, 2016/17, 2018/19, 2022/23
  • ჩემპიონთა ლიგა (2): 2010/11, 2014/15
  • ევროპის სუპერ თასი (2): 2011/12, 2015/16
  • მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2): 2011/12, 2015/16

სიახლეები ფეხბურთელზე

"ნაპოლის" დამარცხების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მეთხედფინალში "ბარსელონა" პსჟ-ს დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა კლუბებს შორის პარიზში...
დღევანდელი მატჩის ერთ-ერთი გმირის, სერჟი რობერტოს კომენტარი "ნაპოლისთან" შეხვედრის (3-1) შემდეგ...
Tribuna-ს ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე 100 დღეზე მეტი რჩება, მაგრამ "ბარსელონამ" პრიორიტეტები უკვე დაისახა...
ჩავი ერნანდესმა, სანამ წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებდა, კლუბს კაპიტნისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სთხოვა...