საიტის საერთო წესები

ქვემოთ მოცემული წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია შემდეგი სასჯელები:

- გაფრთხილება;

- კომენტარის დაწერის დროებით აკრძალვა;

- კომენტარის დაწერის სამუდამოდ აკრძალვა;

- ავატარის გამოყენების აკრძალვა;

- ხელმოწერის გამოყენების აკრძალვა;

- პერსონალური შეტყობინების გამოყენების აკრძალვა;

- საიტზე რეგისტრაციის აკრძალვა;

- საიტზე შემოსვლის აკრძალვა;

- საიტის გათამაშებებში მონაწილეობის აკრძალვა;

- საიტის ადმინისტრაციას უფლება აქვს, ნებისმიერ დარღვევაზე გამოიყენოს ნებისმიერი სასჯელი.

- კომენტარის დაწერის დროს ნებისმიერ დარღვევაზე წაიშლება დამრღვევის ყველა კომენტარი.

- ნებისმიერი წესის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევს სამუდამოდ აეკრძალება საიტის ნებისმიერ გათამაშებაში მონაწილეობისა და პრიზების მიღების უფლება.

 

წესები

1. საიტის ფუნქციონირებაში ნებისმიერი სახით მონაწილეობა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით საიტის წესებს;

2. საიტი შექმნილია საქართველოში ს.კ. "ბარსელონას” პოპულარიზაციის მიზნით და საიტის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს (სპორტულ შეხედულებების მიუხედავად), რომელიც ეთანხმება საიტის წესებს;

3. საიტზე აკრძალულია მომხმარებლისთვის ნებისმიერი სახით შეურაცხყოფის მიყენება;

4. აკრძალულია პოსტვის დროს უცენზურო სიტყვის (ხელმოწერის, ან ავატარის) ნებისმიერი სახით გამოყენება, არა აქვს მნიშვნელობა სიტყვაში ჩასვამთ თუ არა სიმბოლოებს (მაგ. !@#$%… );

5. აკრძალულია საიტზე ყველანაირი "საქმის გარჩევა”;

6. აკრძალულია ე.წ. ფლუდერობა; უაზრო და არაფრისმთქმელი პოსტების გაკეთება; ან რამდენიმე პოსტის გაკეთება ზედიზედ, როდესაც ყველაფრის დაწერა ერთ პოსტში შეიძლება;

7. აკრძალულია ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელება და საიტის მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა;

8. აკრძალულია მომხმარებლის სახელად საიტებისა და სერვერების მისამართების, ან მათი ელემენტების, აგრეთვე უცენზურო სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენება ადმინისტრაციასთან წინასწარ შეთანხმების გარეშე;

9. აკრძალულია საიტზე ნებისმიერ სახით რეკლამის გაკეთება ადმინისტრაციასთან წინასწარ შეთანხმების გარეშე;

10. აკრძალულია PM-ის საშუალებით ე.წ. სპამის დაგზავნა;

11. ერთ მომხმარებელს ერთზე მეტი ნიკით სარგებლობა ეკრძალება;

12. აკრძალულია სიახლესთან შეუსაბამო (არათემატური) კომენტარის გაკეთება;

13. საიტის მომხმარებელი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს თავისი პაროლი. მას არ აქვს უფლება სხვას გადასცეს მომხმარებლის პაროლი; წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს;

14. აკრძალულია პროვოკაციული ქმედება (როგორც ტექსტური, ასევე ვიზუალური გამოხატულება);

15. აკრძალულია დისკრიმინაციული ქმედება (როგორც ტექსტური, ასევე ვიზუალური გამოხატულება);

16. აკრძალულია სხვა პირების საავტორო უფლების დარღვევა, ანუ სხვა წყაროებიდან ტექსტის დაკოპირება მისი ავტორის ნებართვის გარეშე;

17. ზ/აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას უფლება აქვს დამრღვევის მიმართ გამოიყენოს ნებისმიერი სახის დამსჯელი ღონისძიება;

18. ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს შეცვალოს ზ/აღნიშნული წესები ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე.