ხუაკიმ რიფე

სეზონი კლუბში: 1964-1976

თამაში: 535

გოლი: 47


„კიმეტ“ რიფე (ბარსელონა, 1942) ერთ–ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც ყველაზე მეტჯერ ჩაუცვამს “ბარსას“ მაისური. 535 მატჩი მის გასაოცარ CV–ს ქმნის.

რიფე თავიდან ფლანგზე თამაშობდა, თუმცა 1969 წელს, „რეკოპადან“ გამოვარდნის შემდეგ, ის საბოლოოდ ჩამოყალიბდა საყრდენ ნახევარმცველად, რომელსაც არასდროს ავიწყდებოდა შეტევაში წასვლა. მან ჯამში 47 გოლი გაიტანა.

ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი კურიოზი რიფეზე არის ის, რომ ის იყო პასუხისმგებელი ცნობილი პენალტისა, რომელიც „ვალაზკეზის“ კარში დაინიშნა და რომელმაც გამოიწვია „გურუჩეტას” სკანდალი.

1976 წლის პირველ იანვარს კლუბმა ჩაატარა საქველმოქმედო მატჩი რიფეს, ტორესის,, სადუნისა და ყველა იმ მცველის საპატივცემულოდ, რომლებსაც „ბარსას“ ისტორიაში დიდი ადგილი უკავიათ.

მისი აქტიური ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, ის გუნდის ერთ–ერთი მწვრთნელი გახდა და 1978–79 წლების სეზონის ბოლოს, ის ტორესთან ერთად გუნდს სათავეში მოექცა. ეს დუეტი „ბარსას“ დაეხმარა ბაზელის „რეკოპას“ მოგებაში. სამწუხაროდ, 1979/80 წლებში გუნდის ცუდმა შედეგებმა ისინი დათხოვნამდე მიიყვანა. 2000–დან 2003 წლამდე რიფე „ბარსას“ ტექნიკური დირექტორი იყო.


ტიტულები

ესპანეთის ჩემპიონატი – 1973–74

ესპანეთის თასი – 1967–68, 1970–71

ბაზრობათა თასი – 1965–66

ბაზრობათა თასის ფინალი – 1971