პაულინიო

პაულინიო

ხოსე პაულო ბესერა მასიელ ჟუნიორი, უფრო ცნობილი როგორც პაულინიო, 1988 წლის 25 ივლისს, სან-პაულუში დაიბადა. ის ძლიერი ნახევარმცველია და მოედნის შუა ნაწილში ყველგან შეუძლია თამაში. 29 წლის მოთამაშეს სხვადასხვა კონტინენტზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს.

ფეხბურთელის პროფესიონალური დებიუტი 18 წლის ასაკში, ლიტვურ "ვილნიუსში" შედგა. მან ასევე პოლონურ კლუბ "ლოძში" გაატარა დრო, ვიდრე მშობლიურ "აუდაქს სან პაულოში" დაბრუნდებოდა, სადაც ადრე 19 წლამდელთა გუნდში თამაშობდა. ერთი წლის შემდეგ პაულინიო "ბრაგანტინომ" გაიფორმა და მისმა შესანიშნავმა სეზონმა "კორინთიანსის" ყურადღება მიიქცია, სადაც მან 2013 წლამდე ითამაშა. ამ დროის განმავლობაში, ბრაზილიელი ნახევარმცველის დებიუტი ეროვნულ ნაკრებშიც შედგა. პაულინიო ევროპაში 2013 წელს დაბრუნდა, როდესაც ის "ტოტენჰემმა" შეიძინა. 2015 წელს კი ჩინურ "გუანჩჟოუ ევერგრანდს" შეუერთდა.

ვიდრე პაულინიო "ბარსელონაში" გადავიდოდა, სულ მან საკლუბო დონეზე 462 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 98 გოლი გაიტანა.

პაულინიო ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრია და ერთ-ერთი მოთამაშეა, რომელმაც ბოლო წლებში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა ნაკრებში. მისი საერთაშორისო ასპარეზზე დებიუტი 2011 წელს შედგა და 2013 წელს ეროვნულ გუნდთან ერთად კონფედერაციის თასი მოიგო. მის სანაკრებო ანგარიშზე 41 ჩატარებული მატჩი და 9 გოლია.

თვისებები

პაულინიო გამოირჩევა თავისი უნარით ითამაშოს სხვადასხვა პოზიციაზე. ის ბრწყინვალე მოთამაშეა, რომელიც კარგად მოძრაობს ბურთით და დაცვაში მძიმე სამუშაოს ასრულებს. მას ასევე შესანიშნავი დარტყმა აქვს.

ტიტულები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი: 2017/18

ესპანეთის თასი: 2017/18

გუანჩჟოუ ევერგრანდი

ჩინეთის ჩემპიონატი (3): 2014/15, 2015/16, 2016/17

ჩინეთის თასი: 2015/16

ჩინეთის სუპერ თასი: 2015/16

აზიის ჩემპიონთა ლიგა: 2014/15

კორინთიანსი

ბრაზილიის ჩემპიონატი: 2011

პაულისტას ლიგა: 2013

ლიბერტადორესის თასი: 2011/12

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 2012

ბრაზილიის ნაკრები

კონფედერაციის თასი: 2013