ნოემბერი
1951 წლის 1 ნოემბერს, ევა დუარტეს თასზე, "ბარსელონა" მადრიდის "ატლეტიკოსთან" 0:2 დამარცხდა. ეს მატჩი ამ ტურნირის ისტორიაში ბოლო გამოდგა. მომდევნო 2 წლის განმავლობაში, "ბარსელონა" ამ ტურნირს ავტომატურად იგებდა, რადგან ის იყო გამარჯვებული როგორც ესპანეთის ჩემპიონატში, ასევე თასზე. ტურნირი 1953 წლის შემდეგ აღარ გამართულა. ამის მიზეზი ევა დუარტე პერონის გარდაცვალება იყო. მოგვიანებით, ეს ტურნირი აღდგა და მას ესპანეთის სუპერთასი ეწოდა.
1994 წელი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში ”ბარსელონა” ”მანჩესტერ იუნაიტედს” ანადგურებს - 4:0. ორი გოლი სტოიჩკოვმა გაიტანა, ხოლო თითო-თითო გოლი რომარიომ და ფერერმა გაიტანეს.
1993 წელი, ხრისტო სტოიჩკოვმა ანგარიში გახსნა გასვლით მატჩში უნგრულ ”აუსტრიასთან”. ეს ”ბარსელონას” მე-100 გოლი იყო ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. ეს შეხვედრა ”ბარსას” გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
1992 წელი, 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში ”ბარსელონა” დამარცხდება ”ცსკა”-სთან, ანგარიშით 2:3. ასეთ ადრეულ ეტაპზე ”ბარსელონა” ვეღარ აგრძელებს ტიტულის დაცვას.
1997 წელი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ მატჩში ”ნოუ კამპზე” ”ბარსელონა” კიევის ”დინამოსთან” ნადგურდება (0:4). პირველ ტაიმში ჰეთ-ტრიკი ანდრეი შევჩენკომ შეასრულა, ხოლო მატჩის მიწურულს სერგეი რებროვმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ორი კვირით ადრე ”ბარსა” კიევში 3:0 დამარცხდა. ამ მარცხების შემდეგ ”ბარსამ” ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა.
1980 წელი, უეფას თასის 1/16 ფინალის გამეორებით მატჩში ”ბარსა” ”ნოუ კამპზე” გერმანულ ”კიოლნთან” ნადგურდება (0:3). პირველ მატჩში კატალონიელებმა 1:0 გაიმარჯვეს.
1933 წელი, ”ოვიედოსთან” გასვლით მატჩში პირველ ტაიმში კატალონიელები ჯერ 0:2, ხოლო შემდეგ 1:3 იგებდნენ. საბოლოოდ ჩემპიონატის გახსნითი მატჩი ”ბლაუგრანელებმა” 7:3 წააგეს.

1991 წელი, ევროპის თასის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში ”ბარსელონა” გასვლით მატჩში 3:0 მარცხდება ”კაიზერსლაუტერნთან”. კატალონიურ გუნდს ხოსე მარი ბაკერო გადაარჩენს, რომ რონალდ კუმანის გადაცემის შემდეგ გაიტანს უმნიშვნელოვანეს გოლს. პირველი შეხვედრა ”ბარსამ” 2:0 მოიგო.
ინფორმაცია არ მოიძებნა
2008 წელი, პრიმერას მე-10 ტურში ”ბარსა” შინ ანადგურებს ”ვალიადოლიდს” (6:0). სამუელ ეტო’ო კი 32 წუთში 4 გოლის გატანას ახერხებს.
1942 წელი, მე-7 ტურის მატჩში ”ბარსა” ანადგურებს ”სელტას” (8:0). მეექვსე გოლი, რომელიც ხოსეპ ესკოლამ გაიტანა ესპანეთის ჩემპიონატში ”ბარსასთვის” მე-500 გამოდგა.
1942 წელი, მე-7 ტურის მატჩში ”ბარსა” ანადგურებს ”სელტას” (8:0). მეექვსე გოლი, რომელიც ხოსეპ ესკოლამ გაიტანა ესპანეთის ჩემპიონატში ”ბარსასთვის” მე-500 გამოდგა.
2009 წელი, იოჰან კრუიფი ოფიციალურად წარადგინეს კატალონიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად. 13 წლიანი შესვენების შემდეგ ლეგენდარული ჰოლანდიელი უბრუნდება სამწვრთნელო კარიერას.
1960 წელი, ”ბარსელონამ” ევროპის ჩემპიონთა თასის 1/8 ფინალის პირველ მატჩში ”რეალთან” 2:2 ითამაშა. ორი კვირის შემდეგ ”ბარსა” 2:1 დაამარცხებს ”რეალს”, რითიც ტურნირიდან გამოთიშავს 5 გზის ჩემპიონს.
1941 წელი, მე-7 ”ბარსელონამ” 4:0 გაანადგურა ”გრანადა”. დუბლები შეასრულეს ნავარომ და ბრავომ. ეს იყო ”ბარსას” პირველი გამარჯვება სეზონში.

1963 წელი, პრიმერას მე-8 ტურის გასვლით მატჩში ”ბარსა” ამარცხებს ”ლევანტეს”. უკვე მე-20 წუთზე კატალონიელები 3:0 იგებდნენ, ხოლო შესვენებაზე ისინი ერთბურთიანი სხვაობით იყვნენ წინ 3:4. 77-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, თუმცა საფინალო სასტვენამდე 6 წუთით ადრე კაიეტანო რე იტანს გამარჯვების გოლს (4:5). ამ მატჩში მან ჰეთ-ტრიკი შეასრულა.
1992 წელი. ესპანეთის სუპერთასის საპასუხო შეხვედრაში აიტორ ბეგირისტაინისა და ხრისტო სტოიჩკოვის გოლების წყალობით "ბარსელონამ" მადრიდის "ატლეტიკო" დაამარცხა, ანგარიშით 1:2. ორი კვირით ადრე კატალონიელებმა უფრო დიდი უპირატესობით იმარჯვეს - 3:1.
1908 წელი. "ბარსელონას" პრეზიდენტად დაინიშნა ვისენს რეიგი. აღსანიშნავია, რომ რეიგმა აღნიშნულ პოსტზე მხოლოდ 22 დღე იმუშავა. ეს იყო პრეზიდენტობის ყველაზე მცირე ვადა კლუბის ისტორიაში.

1953 წელი, ფრანსესკ მირო-სანსი ”ბარსელონას” ახალ პრეზიდენტად აირჩიეს. არჩევნებში მონაწილეობა კლუბის 17 ათასზე მეტმა წევრმა მიიღო.
1947 წელი. ესპანეთის ჩემპიონატის მერვე ტურში "ბარსელონა" გამანადგურებელი ანგარიშით ამარცხებს ხიხონის "სპორტინგს" (4:0). მომდევნო ტურში კატალონიელებმა ანალოგიური ანგარიშით დათმეს შეხვედრა "სევილიასთან".
1910 წელი. გენერალური ასამბლეის წევრებმა ჟოან გამპერს შესთავაზეს, რომ კვლავ დაეკავებია კლუბის პრეზიდენტის პოსტი. შედეგად გამპერი მეორედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი.
1959 წელი. ბარსელონაში დაიბადა ხუან კარლოს პერეს როხო - "ბარსას" აღზრდილი და 80-ანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, რომელმაც მუდმივი ტრავმების გამო კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა.
1959 წელი. ბარსელონაში დაიბადა ხუან კარლოს პერეს როხო - "ბარსას" აღზრდილი და 80-ანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, რომელმაც მუდმივი ტრავმების გამო კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა.
1900 წელი. "ბარსელონამ" აირჩია თავისი პირველი მოედანი, რომელიც მდებარეობდა სასტუმრო "კაზანოვასთან" ახლოს. პირველი შეხვედრა კატალონიელებმა აღნიშნულ მოედანზე ფრედ, 0:0 დაასრულეს.
1996 წელი. "ბარსელონას" რიგებში თავის უკანასკნელ მატჩს ატარებს ხოსე მარი ბაკერო. კატალონიელი ფეხბურთელები "კამპ ნოუზე" ამარცხებენ "ვალიადოლიდს", ანგარიშით 6:1. ერთ-ერთი გოლი ბაკერომ გაიტანა.
1996 წელი. "ბარსელონას" რიგებში თავის უკანასკნელ მატჩს ატარებს ხოსე მარი ბაკერო. კატალონიელი ფეხბურთელები "კამპ ნოუზე" ამარცხებენ "ვალიადოლიდს", ანგარიშით 6:1. ერთ-ერთი გოლი ბაკერომ გაიტანა.
2005 წელი, პრიმერას მე-12 ტურში ”ბარსელონა” ”სანტიაგო ბერნაბეუზე” 3:0 ამარცხებს ”რეალს”. ეს მატჩი რონალდინიოს ბენეფისად იქცა. ბრაზილიელმა ამ მატჩში ორი ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. მან ორივე შემთხვევაში მოედნის ნახევარი გაიარა, მოატყუა რამდენიმე ფეხბურთელი და გაიტანა გოლები. მატჩის შემდეგ ”სანტიაგო ბერნაბეუმ” ის ტაშით გააცილა.
1921 წლის 20 ნოემბერს, კატალონიის ჩემპიონატის გასვლით მატჩში, "ბარსელონამ" "ესპანიოლი" 9:0 გაანადგურა. 5 გოლი კლემენტე გარსიამ გაიტანა, 3 - პაულინო ალკანტარამ, ხოლო ერთიც ვისენს მარტინესმა. 2 თვის შემდეგ გამართულ განმეორებით შეხვედრაში "ბარსამ" მეტოქე კიდევ უფრო დიდი ანგარიშით, 10:0 დაამარცხა.
ინფორმაცია არ მოიძებნა
1877 წლის 22 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ ვინთერტურში დაიბადა ხუან გამპერი, რომელმაც 1899 წელს "ბარსელონა" დააარსა.
1989 წლის 23 ნოემბერს, ევროპის სუპერთასის პირველ მატჩში, "ბარსელონამ" "მილანთან", "კამპ ნოუზე", 1:1 ითამაშა. პირველი ტაიმის მიწურულს მარკო ვან ბასტენმა სტუმრები თერთმეტმეტრიანი დარტყმით დააწინაურა. მე-2 ნახევრის შუაში ანგარიში ამორმა გაათანაბრა. 2 კვირის შემდეგ, "ბარსელონამ" "მილანში" 0:1 წააგო.
1961 წლის 23 ნოემბერს, გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის მირო თანამდებობიდან გადადგა. ის ლადისლაო კუბალამ შეცვალა. კლუბმა ყველა ის ფეხბურთელი დააჯარიმა, ვინც "ვალენსიასთან" 2:6 წაგებულ შეხვედრაში ითამაშა.
1901 წლის 23 ნოემბერს, წმინდა პავლეს სახელობის საავადმყოფოს მშენებლობის გამო, "ბარსელონა" იძულებული იყო ახალი მოედნის ძებნა დაეწყო. ახალი მოედნისთვის ადგილი სარგერას კვარტალში მოიძებნა, სადაც "ბარსამ" თავისი პირველი მატჩი ბრიტანული კრეისერის, "კალიოპას" წინააღმდეგ ითამაშა. გამპერმა ჰეთ თრიქი გაიფორმა, ხოლო კატალონიელებმა 4:0 მოიგეს. შეხვედრას თვალს დაახლოებით 4 ათასი ადამიანი ადევნებდა.

1993 წელი. "ბარსელონამ" სტამბულში გამართა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა "გალათასარაის" წინააღმდეგ. კატალონიელთა რიგებში მარცხენა ფლანგის მცველის, სერხი ბარხუანის დებიუტი შედგა.
ინფორმაცია არ მოიძებნა
ინფორმაცია არ მოიძებნა
ინფორმაცია არ მოიძებნა
2010 წლის 29 ნოემბერს, თავის 111 წლის იუბილეზე, "ბარსელონამ" "რეალი" 5:0 გაანადგურა. გოლები ჩავიმ, პედრომ, ვილიამ (2) და ხეფრენმა გაიტანეს.
2009 წლის 29 ნოემბერს, თავის 110 წლის იუბილეზე, "ბარსელონამ" "რეალი" 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა.
2005 წლის 29 ნოემბერს, ჟურნალ France Football-ის ვერსიით, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა "ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავი რონალდინიო. მან 260 შესაძლებლიდან 225 ხმა აიღო.
1899 წლის 29 ნოემბერს დაარსდა საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა". კლუბის პირველი წევრი მისი დამაარსებელი ხუან გამპერი იყო, ხოლო ვალტერ უაილდი პირველ პრეზიდენტად აირჩიეს.