ნეიმარ და სილვა სანტოს ჟუნიორი

სახელი: ნეიმარ და სილვა სანტოს ჟუნიორი
ნომერი: 11
დაბ. ადგილი: მოჟი დას კრუზესი, სან პაულუ (ბრაზილია)
დაბ. თარიღი: 05.02.1992
სიმაღლე: 175 სმ
წონა: 64.5 კგ

 

ნეიმარ და სილვა ჟუნიორი "ბარსელონას" ფეხბურთელი 2013 წლის 3 ივნისს, მას შემდეგ გახდა, რაც კატალონიურმა კლუბმა "სანტოსთან" შეთანხმებას მიაღწია. 21 წლის ფეხბურთელი 2013-14 წლების სეზონში "ბარსელონას" პირველი შენაძენია.

1992 წლის 5 თებერვალს, მოჟი დას კრუზესში დაბადებულმა ნეიმარმა ფეხბურთის თამაში "სანტოსში", 11 წლის ასაკში დაიწყო. პირველ გუნდში ნეიმარის დებიუტი 2009 წელს შედგა. მალევე, ის პაულისტას შტატის ჩემპიოანტის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. ამის გარდა, ბრაზილიის თასზე, 11 გატანილი გოლით, ის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. 2011 წელს, "სანტოსმა" ლიბერტადორესის თასი მოიგო. ამ დროისთვის, ნეიმარი უკვე გუნდის ლიდერი იყო.

როგორც სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი, "სანტოსმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშა. ტურნირის ფინალში, ბრაზილიელები "ბარსელონასთან" 0:4 განადგურდნენ. მიუხედავად ამისა, მესისა და ინიესტას შემდეგ, ნეიმარი ტურნირის მე-3 საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრების ფორმა პირველად 2009 წელს მოირგო, როდესაც 17-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა. პირველ გუნდში მისი დებიუტი 18 წლის ასაკში, აშშ-ს წინააღმდეგ შედგა, როდესაც ბრაზილიელმა გოლი გაიტანა. 2012 წელს, ნეიმარი ბრაზილიის ოლიმპიურ ნაკრებში შეიყვანეს. ის გუნდს ფინალში გასვლაში დაეხმარა, მაგრამ ბრაზილიელებმა მექსიკასთან 1:2 წააგეს.

2013 წლის ზაფხულში, ნეიმარმა კონფედერაციის თასი მოიგო. მან ფინალში გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც დაიმსახურა.

 

 

პროფილი

სწრაფი, მოქნილი, ჭკვიანი და ნიჭიერი - ნეიმარი განსაკუთრებით სახიფათოა მეტოქესთან პირისპირ თამაშის დროს, მაგრამ მას შეტევის ნებისმიერ დროს შეუძლია გაიბრწყინოს. მას შეუძლია თავისი თვისებები გამოავლინოს კონტრშეტევის დროს, მოძებნოს თავისუფალი სივრცეები. ნეიმარი ნებისმიერი დაცვისთვის მომაკვდინებელი იარაღია.

ბრაზილიელთა მე-10 ნომერს ასევე შეუძლია გუნდს დახმარება დაცვის დროსაც გაუწიოს. ნეიმარი სასარგებლოა პრესინგის დროს, ხოლო შორი მანძილიდან კარგი დარტყმის წყალობით, მას კარიერაში არაერთი ეფექტური გოლი აქვს გატანილი.

 

მიღწევები

გუნდური მიღწევები

სანტოსი

პაულისტას ჩემპიონატი - 2010, 2011, 2012

ბრაზილიის თასი - 2010

ლიბერტადორესის თასი - 2011

სამხრეთ ამერიკის თასების მფლობელთა თასი - 2012

 

ბარსელონა

ესპანეთის სუპერ თასი: 2013/14, 2016/17

ესპანეთის ჩემპიონატი - 2014/15, 2015/16

ესპანეთის თასი - 2014/15, 2015/16, 2016/17

ჩემპიონთა ლიგა - 2014/15

ევროპის სუპერ თასი - 2015/16

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - 2015/16

 

ბრაზილიის ნაკრები

სამხრეთ ამერიკის 20-წლამდელთა ჩემპიონატი - 2010

კონფედერაციის თასი - 2013