მუზეუმი

"ბარსელონას” მუზეუმის გახსნის იდეა ჯერ კიდევ მე–20 საუკუნის 20–იან წლებში ჩაისახა, როდესაც გუნდს მისივე დამაარსებელი – ხუან გამპერი მართავდა. მაგრამ რიგ მიზეზთა გამო იდეა იდეადვე რჩებოდა და კლუბის მუზეუმის გახსნა მხოლოდ 1984 წელს, ხოსეპ ლუის ნუნიესის პრეზიდენტობის დროს მოხერხდა. მას შემდეგ მუზეუმმა სამჯერ – 1987, 1994 და 1998 წელს განიცადა რეკონსტღუქცია, რის შედეგადაც მისი ფართობი დღესდღეობით 3.500 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
წლების განმავლობაში მუზეუმმა შეიძინა კლუბის მთავარი კულტურული და სოციალური დატვირთვის მქონე ობიექტის ფუნქცია. იგი იმდენად პრესტიჟული გახდა, რომ დღესდღეობით საფეხბურთო სამყაროში სა უკეთესო მუზეუმად ითვლება, კატალონიაში კი "ბარსელონას” მუზეუმი ყველაზე დატვირთული მუზეუმია – წლის განმავლობაში მას დაახლოებით 1.200.000 ადამიანი სტუმრობს. "ბარსელონას” მუზეუიმ იქცა ესპანური და სხვა კლუბებისათვის მისაბაძ მაგალითად და კატალონიელთა ბევრმა ინიციატივამ მუზეუმის განვითარებასთან დაკავშირებით განვითარება შემდგომში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ჰპოვა.
მუზეუმი, რომელშიც შესაძლებელია "კამ ნოუს” პანორამული ხედის ხილვა, შეგვიძლია დავყოთ სამ ძირითად ნაწილად:

  • Futbolart Collection – Pablo Ornaque: საინტერესო ანტიკური მოვლენების მთელი სამყარო მე–19 საუკუნის სპორტული ცხოვრებიდან მოყოლებული დღემდე, ეს ყველაფერი კი ჭეშმარტი თანამედროვე სტილშია გაკეთებული.
  • ისტორიული ნაწილი: აქ შეგიძლიათ ნახოთ "ბარსელონას” მთელი ისტორია. "ბარსას” სხვადასხვა გუნდების მიერმოგებული მნიშვნელოვანი ტიტულები, ფოტოსურათები, სხვადასხვა დროის სპორტული მატერიალები, აუდიოვიზუალური პრეზენტაციები და ასევე უამრავი სუვენირი, რომელიც მუზეუმის დათვალიერებას ემოციურ მუხტს სძენს
  • დროებითი გამოფენები: მუზეუმის ამ განყოფილებაში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კლუბის ისტორიაში სხვადასხვა ღირსშესანიშნავი პიროვნებების რეალური სახეები. მაგალითად: "ხუან გამპერის ექსპოზიცია, 1877–1930: ადამიანი, კლუბ ი, საუკუნე”, რომელიც აღწერს კლუბის დამაარსებლის ცხოვრებას და მოღვაწეობას. ასევე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ "კამპ ნოუ, "ბარსელონას” 50 წლიანი ნეტარება”, რომლის საშუალებითაც შესძლებთ თვალი გადაავლოთ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში "ბარსელონას” სტადიონს, რომელიც ამავე დროს კლუბის ერთ–ერთ სიმბოლოდ არის მიჩნეული.

"ბარსელონას” ისტორიის საინტერესოდ გაცნობის კიდევ ერთი გზა არის "კამპ ნოუს” ტურის სტუმრობა, რომლის მეშვეობითაც თქვენ შესძლებთ კლუბის ისტორიული მოვლენების ძირფესვიანად შესწავლას.

მუშაობის გრაფიკი
ორშაბათი–შაბათი: 14 აპრილიდან 12 ოქტომბრამდე მუზეუმი მუშაობს 10:00–20:00 საათებში. წელიწადის დანარჩენ დროს 10:00–18:30 საათებში.
კვირა და სახალხო დღესასწაულები: მუზეუმი მუშაობს 10:00–14:30 საათებში.
ესპანეთის ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის საშინაო თამაშების დღეებში: მუზეუმი მუშაობს 10:00–13:00 საათებში.
მუზეუმი არმუშაობს 1 იანვარს, 6 და 25 დეკემბერს.
ფასები
ზრდასრული ადამიანი: 8.50 €
13 წლამდე ბავშვი: 6.80 €
მხარდამჭერები, ფან–კლუბების წევრები და სტუდენტები: 6.80 €
კლუბის წევრები: უფასო
მუზეუმის პარკინგი: უფასო