მიგელ ბერნარდო ბიანკეტი, “მიგელი”

სეზონი კლუბში: 1973-1989

თამაში: 664

გოლი: 27

„ტარზან“ მიგელი (სეუტა, 1951) ის ფეხბურთელია, რომელსაც „ბარსას“ ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული(664). ის აგრეთვე კლუბის ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო მცველი იყო.

დომენეკ ბალმანუას რჩეული, მიგელ ბერნანდო ბანკეტი, ცნობილი როგორც მიგელი, მოვიდა „ბარსაში“ 1973/74 წლების სეზონში. მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონში მან მხოლოდ 1 მატჩის ჩატარება მოახერხა თავისი სამხედრო სამსახურის ვალდებულების გამო, შემდეგ სეზონში მიგელმა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება დაიწყო. „ბარსას“ 3 ნომერი ყველა მწვრთნელის მოღვაწეობისას ძირითადი შემადგენლობის რეგულარული მცველი იყო, გარდა უდო ლატეკის მოღვაწეობის დროს, რომელმაც გაუგებრად დატოვა ბანკეტი სათადარიგოთა სკამზე 1981/82 წლების სეზონში.

მიგელი სიამაყის გრძნობით აღსავსე ფეხბურთელი იყო: მან ერთ–ერთი თასის ფინალი, 1979 წელს, მოტეხილი ლავიწის ძვლით ითამაშა. ის იყო მამაცი, ტექნიკური, შეუბრალებელი ფეხბურთელი მაღალი ნახტომითა და კარგი თავით, რაც მას ძალიან ეხმარებოდა როგორც დაცვაში, ისევე თავდასხმაში თამაშის დროს. მიგელი „ბარსას“ ნამდვილი ლეგენდა.


ტიტულები

ესპანეთის ჩემპიონატი – 1973/74, 1984/85

ესპანეთის თასი – 1977/78. 1980/81, 1982/83, 1987/88

ესპანეთის ლიგის თასი – 1982/83, 1985/86

ესპანეთის სუპერთასი – 1983