ხავიერ მასკერანო

ხავიერ მასკერანოსახელი: ხავიერ ალეხანდრო მასკერანო
ნომერი: 14

დაბ. ადგილი: სან–ლორენცო, არგენტინა

დაბ. თარიღი: 8 ივნისი, 1984 წელი (26წლის)

სიმაღლე: 174სმ

წონა: 74კგ

 

ბიოგრაფია

ხავიერ ალეხანდრო მასკერანო დაიბადა სან–ლორენცოში 1984 წლის 8ივნისს. მან ფეხბურთში "საფეხურებიც" მშობლიურ ქვეყანაში გაიარა. თავისი საფეხბურთო პროფესიონალური კარიერა 19 წლისამ დაიწყო, როდესაც 2003 წელს "რივერ პლეიტში" ჩაირიცხა. მან რივერში 2 წელი დაჰყო. გუნდთან ერთად "კლაუსარას" მოგება შეძშლო, ხოლო შემდეგ ბრაზილიურ "კორინთიანში" გადაბარგდა 2005 წელს. მან ბრაზილიის ეროვნულ ჩემპიონატში მხოლოდ და მხოლოდ 17 მატჩი ჩააატარა. აღსანიშნავია, ისიც, რომ მან მაინც შეძლო ბრაზილიის ეროვნული ჩემპიონატის მოგება. შემდეგ ევროპაში დაიმკვიდრა ადგილი თავიდან კერძოდ "ვესტ–ჰემში", შემდეგ უკვე ერთი წლის თავზე თავი "ლივერპულში" "ამოჰყო" (2007 წ.). მისი ევროპული კარიერა არცთუ წარმატებული აღმოჩნდა, მას ევროპაში არანაირი ტიტული არ მოუგია. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მან ბოლო წლების განმავლობაში "ლივერპულის" ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა თავი.

რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, უნდა ითქვას, რომ ნაკრებში უფრო წარმატებულია აწ უკვე "ბარსას" მე–14 ნომერი ვიდრე კლუბებში. ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი არგენტინასთან ერთად U20 (2003 წ.) და  U23 (2004 წ.). ასევე ორჯერ დაეუფლა ოლიმპიურ ოქროს მედალს 2004 წელს და 2008 წელს. 08 –ში მასთან ერთად ასევე მონაწილებას იღებდა "ბარსას" 10–იანი ლეო მესი.

2010 წელს მასკერანო "ბარსელონაში" "ლივერპულიდან" გადაბარგდა, მან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მისი სატრანსფერო ღირებულება 22 მილიონ ევროს შეადგენს.

თვისებები

მასკერანო არის ჩამშლელი ნახევარმცველი. იგი არის საკმაოდ ხისტი და მებრძოლი ფეხბურთელი, რაც პრემიერ–ლიგაში არაერთხელ დაუმტკიცებია, ასევე კარგად შეუძლია ბურთის დაჭერა და გუნდის შეტევების ორგანიზება. ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია იყოს "გუნდის ხერხემალი".

მიღწევები

"ბარსელონა"

ესპანეთის ჩემპიონი (4) - 2010/11, 2012/13, 2014/15, 2015/16

ესპანეთის თასი (3) - 2011/12, 2014/15, 2015/16

ჩემპიონთა ლიგა (2) - 2010/11, 2014/15

ესპანეთის სუპერ თასი (4) - 2010/11, 2011/12, 2013/14, 2016/17

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2) - 2011/12, 2015/16

ევროპის სუპერთასი (2): 2011/12, 2015/16

 

"რივერ პლეიტი"

კლაუსარა 2003–04 წ

"კორინტიანსი"

ბრაზილიის ჩემპიონი 2005 წ

არგენტინა

U20, U23 მსოფლიო ჩემპიონი

2004, 2008 ოლიმპიური ჩემპიონი