ლუის სუარესი

ეფექტური თავდამსხმელი, რომელსაც გონებაში მხოლოდ ერთი რამ ჰქონდა - გოლები. საგოლე ალღოსა და მეტოქის საჯარიმოში სივრცის მოძებნის უნარის გარდა ურუგვაელი მოედანზე ნამდვილი მებრძოლი იყო.

ლუის სუარესი "ბარსელონას" 2014 წლის ზაფხულში, მას შემდეგ შემოუერთდა, რაც "ლივერპულში" თამაშის დროს ევროპის "ოქროს ბუცი" მოიგო. ძალების პრემიერ ლიგაში მოსინჯვამდე ლუის სუარესი ურუგვაულ "ნასიონალში", ასევე ნიდერლანდულ "გრონინგენსა" და "აიაქსში" თამაშობდა.

სუარესს "ბარსელონაში" ოფიციალური დებიუტი 2014 წლის 25 ოქტომბერს, "რეალის" წინააღმდეგ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჰქონდა. ლუისს საოცნებო სადებიუტო სეზონი გამოუვიდა - "ბარსელონამ" ყველაფერი მოიგო, თავად ურუგვაელმა კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა.

ლა ლიგის 2015/16 წლების გათამაშებაში სუარესმა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ჰეგემონია დაამხო და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, რისი წყალობითაც "ოქროს ბუცი" კარიერაში მეორედ მოიგო.

ლუის სუარესმა "ბარსელონაში" 7 სეზონი გაატარა. 2014-2020 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 198 გოლი გაიტანა, რაც კლუბის ისტორიაში მე-3 საუკეთესო შედეგია. გარდა ამისა მან 113 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა.

კარიერა

  • სეზონები კლუბში: 2014-2020
  • თამაში: 283
  • გოლი: 198

ტიტულები

  • მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 2015/16
  • ჩემპიონთა ლიგა: 2014/15
  • ევროპის სუპერ თასი: 2015/16
  • ესპანეთის ჩემპიონატი (4): 2014/15, 2015/16, 2017/18, 2018/19
  • ესპანეთის თასი (4): 2014/15, 2015/16, 2016/17, 2017/18
  • ესპანეთის სუპერ თასი (2): 2016/17, 2018/19