ლადისლაუ კუბალა

სეზონი კლუბში: 1950-1961

თამაში: 345

გოლი: 274


"ბარსელონიზმის" მითიურმა ფიგურამ (ბუდაპეშტი, უნგრეთი, 1927 – ბარსელონა, 2002), კუბალამ, ხელი მოაწერა "ბარსელონასთან" კონტრაქტს 1950 წლის ივნისში, როდესაც ის დასავლური ქვეყანიდან, უნგრეთიდან, მოვიდა ტოლვილი მოთამაშეების გუნდთან ერთად.

ლადისლაუს ბევრი ბიუროკრატიის გავლა მოუწია, სანამ მისი დებიუტი შედგებოდა 1951 წელს. თუმცა, მას ბევრი დრო არ დასჭირდა ფანების თაყვანისცემის მოსაგებად.

კუბალასთან ერთად კლუბში "ოქროს ხანა" მოვიდა. იგი თავის შესაძლებლობებს მოედნის შუაგულში ავლენდა, სადაც მისი თამაშის სტილი პირდაპირ წარმოაჩენდა მის არაჩვეულებრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ტექნიკურ შესაძლებლობებს, თამაშის განსაკუთრებულ ხედვას და ამ ყველაფერთან ერთად, ის ჯარიმების შესრულების ოსტატი და გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო.

ლადისლაუსთან ერთად კლუბმა 1951/52 წლების სეზონში აბსოლიტურად ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა. თუმცა, მომავალ სეზონებში მან თავისი შესაძლებლობები სრულად ვერ წარმოაჩინა, რაც განპირობებული იყო ტრავმებისგან, რომლებსაც მას მოწინააღმდეგე გუნდის მცველები აყენებდნენ(ყურადღების ღირსია ამ შემთხვევებში მსაჯების შემწყნარებლობა, რაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს დამატებით სტიმულს აძლევდა). და მაინც, ათწლეულის დასასრულს, კუბალამ მაინც მოახერხა "აყვავება" ელენიო ჰერერას მწვრთვნელობის ქვეშ. ლადისლაუ ფეხბურთიდან წავიდა 1961 წელს, თუმცა რამდენიმე თვეში კვლავ დაბრუნდა და ითამაშა 1963 წლამდე. 1980–ში ის გუნდს მთავარ მწვრთნელად მოევლინა, თუმცა კლუბს ვერანაირი წარმატება ვერ მოუტანა.

1993 წელს კუბალას დიდი პატივი მიაგეს მონტჯუიჩის სტადიონზე. ლეგენდარული ფეხბურთელი 2002 წლის 17 მაისს გარდაიცვალა ბარსელონაში. 2003 წელს მას ოქროს მედალი მისცეს იმ წარმატებისა და სამუშაოსთვის, რაც მან კლუბისთვის გასწია.


ტიტულები

ესპანეთის ჩემპიონატი – 1951–52, 1952–53, 1958–59, 1959–60

ლათინას თასი – 1952

უეფას თასი – 1957–58, 1959–60

ესპანეთის თასი – 1950–51, 1951–52, 1952,53, 1956–57, 1958–59

ევა დუარტეს თასი – 1952, 1953