ჰანს კრანკლი

სეზონი კლუბში: 1978-1980

თამაში: 88

გოლი: 64

კრანკლის (ავსტრია, ვენა, 1953) სახელი „ბარსას“ ისტორიის წიგნებში ჩაწერილია, როგორც ერთ–ერთი საუკეთესო ფორვარდისა და ფანებისგან „გაღმერთებული“ ფეხბურთელის.

ვენის „რაპიდიდან“ გადმოსვლის შემდეგ, სადაც მან მოიგო ოქროს ბუცი 1977/78 წლებში, ჰანსმა 2 წელი გაატარა „კამპ ნოუზე“, მაგრამ ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა „ბლაუგრანაში“ საკუთარი კვალის დასატოვებლად. 1978/79 წლებში მან 30 მატჩში 29 გოლი გაიტანა, დაეუფლა პიჩიჩის და საბოლოოდ „ბარსაში“ თამაში 64 გოლით დაასრულა 88 მატჩში.

კრანკლი იყო პირველი ფორვარდი, რომელიც ყოველთვის თავის ადგილზე იყო და თითქმის ყველა შექმნილ საგოლე მომენტს აბოლოებდა. აღსანიშნავი იყო მისი მარცხენა ფეხი, რომლითაც ის არაჩვეულებრივად ურტყამდა. თავის პირველ წელს „ბარსაში“, მას ჰქონდა დასამახსოვრებელი გამოსვლები და არაერთი გოლი გაიტანა.

1979 წლის მაისში, მან ფანებისგან უდიდესი მხარდაჭერა მიიღო, როდესაც ჰანსი თავის ცოლთან ერთად ავარიაში მოყვა და მისი მეუღლე ძლიერ დაშავდა. თუმცა, საბედნიეროდ, ცოლი გადარჩა და გამოჯანმრთელდა. რამდენიმე დღის შემდეგ ის დაეხმარა კლუბს „თასების მფლობელთა თასის“ მოგებაში ბაზელში. კრანკლმა ყველას მადლობა გადაუხადა და აღიარა, რომ კატალონიაში თავს ნამდვილი კატალონიელივით გრძნობდა.


ტიტულები

თასების მფლობელთა თასი – 1978/79