გონსალვო III

სეზონი კლუბში: 1942-1955

თამაში: 331

გოლი: 56


მარია გონსალვო  (მოლე დელ ვალესი, 1922 – ბარსელონა, 2007), ცნობილი, როგორც გონსალვო III(მისი 2 ძმაც თამაშობდა "ბარსელონაში"), ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისაც კი ოდესმე ბლაუგრანას ფერები უტარებია.

მოედნის შუაგულიდან მას შეეძლო თავისი ჩინებული თვისებებისა და ხედვის დემონსტრირება, ჰქონდა კარგი თავური და გუნდს გოლების გატანაშიც ეხმარებოდა. "ბარსელონაში" გატარებულმა დრომ აჩვენა მისი გუნდისადმი ერთგულება და "ბარსასადმი" სიყვარული, ვინაიდან მან "ტორინოს" გიგანტურ შემოთავაზებებზე არაერთხელ თქვა უარი. გონსალვო კლუბიდან 1957 წელს წავიდა, 34 წლის ასაკში.


ტიტულები

ესპანეთის ჩემპიონატი – 1944–45, 1947–48, 1948–49, 1951–52, 1952–53

ლათინას თასი – 1949, 1952

ესპანეთის თასი – 1950–51, 1951–52, 1952–53

ოქროს თასი – 1945

ევა დუარტეს თასი – 1948, 1952, 1953