ანდრე გომეში

ანდრე გომეში

ანდრე გომეში 1993 წლის 30 ივლისს, გრიჟოში (პორტო, პორტუგალია) დაიბადა.

მან თავისი კარიერა "არაჰელენსესთან" ერთად დაიწყო და იქ 2012 წლის 18 ოქტომბრამდე ითამაშა, სანამ მისი "ბენფიკაში" დებიუტი შედგა. ლისაბონურ კლუბში მან 41 მატჩი ჩაატარა, მოიგო ჩემპიონატი, პორტუგალიის თასი და პორტუგალიის ლიგის თასი.

2014 წლის 16 ივლისს გომეში "ვალენსიაში" იჯარით გადავიდა, სადაც ის რეგულარულად თამაშობდა ნახევარდაცვაში. მან პირველი გოლი სეზონის მეოთხე მატჩში, "ხეტაფეს" წინააღმდეგ გაიტანა. მთელი სეზონის განმავლობაში, მან გუნდის 42 ოფიციალური მატჩიდან 37-ში მიიღო მონაწილეობა, ლა ლიგასა და კოპა დელ რეიზე. გომეში უფრო მეტად ძირითად შემადგენლობაში ხვდებოდა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

მომდევნო სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე გასულმა "ვალენსიამ" გომეში  ოფიციალურად დაარეგისტრირა გუნდში და მისი კონტრაქტი გამოისყიდა. მეორე ესპანურ სეზონში, მან 41 ოფიციალური შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 7 საგოლე გადაცემა.

"ვალენსიაში" ორი გატარებული სეზონის შემდეგ, გომეში 2016 წლის 21 ივლისს, ხუთშაბათს, "ბარსელონას" წევრი გახდა. ის ოთხშაბათს, 27 ივლისს წარადგინეს, მის 23-ე დაბადების დღემდე სამი დღით ადრე. გომეში "ბარსას" ისტორიაში მეშვიდე პორტუგალიელი მოთამაშეა.

პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში ანდრე გომეშის დებიუტი 2014 წლის 7 სექტემბერს, ალბანეთის წინააღმდეგ შედგა. როდესაც ის "ვალენსიაში" იჯარით თამაშობდა, მხოლოდ 21 წლის ასაკში, გომეში საერთაშორისო ასპარეზზე რეგულარულად გამოდიოდა.

2016 წლის ზაფხულში, "ბარსელონაში" გადასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ანდრე გომეშმა პორტუგალიის ნაკრებთან ერთად უდიდეს წარმატებას მიაღწია. პორტუგალიამ, საფრანგეთში გამართული 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

თვისებები

არც ისე ბევრი მოთამაშეა, რომელსაც ანდრე გომეშის სიმაღლე, მოედნის ხედვა, დარტყმის სიძლიერე და ფიზიკური ძალა აქვს. ის გადამწყვეტი მოთამაშეა შესანიშნავი პასებით და ასევე შეუძლია გააკვირვოს მეტოქეები ნახევარდაცვიდან შეტევით. გომეშის უნივერსალურობა მწვრთნელებს მოედანზე ტაქტიკური პარამეტრების პანორამას სთავაზობს.

ტიტულები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი: 2017/18

ესპანეთის თასი (2): 2016/17, 2017/18

ესპანეთის სუპერ თასი: 2016/17

ბენფიკა

პორტუგალიის ჩემპიონატი: 2013/14

პორტუგალიის თასი: 2013/14

პორტუგალიის ლიგის თასი: 2013/14

პორტუგალიის ნაკრები

ევროპის ჩემპიონატი: 2016