ხუან გამპერი

სეზონი კლუბში - 1899-1903
მატჩები –
51
გოლები –
120

ხუან გამპერი არის “ბარსელონას” დამაარსებელი (1899 წლის 29 ნოემბერი), რის შემდეგაც ხუთჯერ იყო “ბარსას” პრეზიდენტი 1908 წლიდან 1925-მდე.
შვეიცარელი ცოცხალი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სპორტსმენი. ხუან გამპერი (დაიბადა ვინთერტურში, შვეიცარია, 1877 წლის 22 ნოემბერს, გარდაიცვალა 1930 წელს) წარმატებული იყო ცურვაში, რაგბში, ველორბოლაში, მძლეოსნობაში და ყველაზე მეტად ფეხბურთში. ის ბარსელონაში 1898 წელს ჩამოვიდა და სანტ გერვასის ქუჩებში სპორტში ვარჯიშობდა. ხოლო 1899 წელს ბარსელონაში ფეხბურთი დაიბადა.
მან დაარსა გუნდი და იყო მისი კაპიტანი, ამასთანავე. მას არ აუღია საპრეზიდენტო როლი თავის თავზე 9 წლის განმავლობაში. მისი დონე სხვებთან შედარებით საოცარი იყო, ამიტომ ბევრი ოცნებობდა მისნაირად თამაშზე. ის ფორვარდი იყო და ისეთი ტიპის გოლები გაჰქონდა, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში ძალიან უჩვეულოა.


ტიტულები:
1901/02 მაკაიას თასი
1902/03 ბარსელონას თასი