კარლოს კომალალა

სეზონი კლუბში: 1903-13
მატჩები: 145
გოლები: 172

კარლეს კომალალა (მადრიდი, 1887 – ბარსელონა, 1976) ხუან გამპერის პირადი მეგობარი და მისი ღირსეული შემცვლელი იყო, როცა კლუბის დამაარსებელმა თამაში შეწყვიტა, 1903 წელს. კომალალა განსაკუთრებით ნაყოფიერი ბომბარდირი იყო.
კარლესის მამა კანარის კუნძულებიდან იყო, დედა ბასკი ყავდა, თვითონ მადრიდში დაიბადა, მაგრამ კატალონიაში გაიზარდა. ის არა მარტო შესანიშნავი შემტევი, არამედ უნიკალური ადამიანიც იყო, რომელიც დიდხანს თამაშობდა, ხოლო სპორტიდან წასვლის შემდეგ კლუბის დირექტორობას მოჰკიდა ხელი 1909-დან 1911 წლამდე. მას შემდეგ მან ორი ირლანდიური კლუბი, “გალენო” და “უნივერსტარიო” დააარსა. კომალალა ფეხბურთის გარდა რაგბით, ცურვითა და ჟურნალისტიკით ერთობოდა. იგი იყო აგრეთვე კატალონიის გიმნასტიკის ფედერაციის პრეზიდენტი და სპორტული დირექტორი.
და თუე ს ყველაფერი საკმარისი არ არის, ის ასევე იყო კლუბის გერბის დიზაინერი, როდესაც მან მოიგო 1910 წელს ჩატარებული სახალხო ჩემპიონატი.


ტიტულები:
ესპანეთის ჩემპიონი – 1909/10, 1911/12
კატალონიის ჩემპიონი – 1904/05, 1908/09, 09/10, 10/11