პაკო ალკასერი

პაკო ალკასერი

პაკო ალკასერი "ბარსელონაში" გუნდის წინა ხაზის გასაძლიერებლად გადმოვიდა. ესპანელი თავდამსხმელი 1993 წლის 30 აგვისტოს ვალენსიაში დაიბადა, იგი "ვალენსიას" აკადემიის აღზრდილია და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებამდეც კი მიაღწია.

ვალენსიელმა ფეხბურთელმა თავისი კარიერის პირველი ნაბიჯები საფეხბურთო კლუბ "ტორენტში" გადადგა. "ვალენსიამ" მალევე შეამჩნია მისი ტალანტი და დიდი პოტენციალი და "ღამურების" ასაკობრივ გუნდში ჩარიცხეს. ალკასერის ოფიციალური დებიუტი "ვალენსიას" პირველ გუნდში კოპა დელ რეის მატჩში შედგა. ამ დროს იგი მხოლოდ 17 წლის იყო. 2011 წელს გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების შემდეგ პაკომ ახალი, 2011/2012 წლების პრესეზონი პირველ გუნდთან ერთად დაიწყო. მისი დებიუტი ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში 18 წლის ასაკში, 2012 წლის 14 იანვარს "მესტალიაზე" შედგა, სადაც "ვალენსია" "სოსიედადს" მასპინძლობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ალკასერმა 2012/2013 წლების პრესეზონი "ვალენსიასთან" ერთად დაიწყო, იგი "ხეტაფეში" გაანათხოვრეს, სადაც მან 3 გოლი გაიტანა. კარგი თამაშის გამო პაკო "ვალენსიას" პირველ გუნდს ერთ სეზონში დაუბრუნდა. ამ დროს 2013/14 სეზონის მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, ალკასერი კი მალევე გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად იქცა. ევროპის ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის მატჩში პაკომ "ბაზელს" ჰეთ თრიქი შეუსრულა და იმ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

პაკო ალკასერმა 2014/2015 წლების სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და ამან მას მისცა შანსი თავი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც გამოეჩინა. "ფურია როხას" მაისურით ჩატარებულ პირველ სამ შეხვედრაში მან სამი გოლი გაიტანა. სეზონის ბოლო დღეს პაკომ შეძლო ძალიან მნიშვნელოვანი გოლის გატანა, რამაც "ვალენსიას" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოუტანა.

2015/2016 წლების სეზონის სტარტზე მთავარი მწვრთნელი მას არ სწყალობდა და მის ნაცვლად გუნდის სხვა ფორვარდებს ათამაშებდა, თუმცა მალევე "ღამურების" სამწვრთნელო შტაბი შეიცვალა და პაკო გუნდის კაპიტანი გახდა. მან სეზონი 13 გატანილი გოლითა და 7 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

2016 წლის 30 აგვისტოს, თავის 23-ე დაბადების დღეზე, იგი ოფიციალურად გახდა "ბარსელონას" ფეხბურთელი, რომელიც რიგით მეექვსე ტრანსფერი იყო 2016/2017 წლების სეზონში.

თვისებები

პაკო ალკასერი არის ნამდვილი მებრძოლი დაუმორჩილებელი განწყობილებით. იგი არის უმაღლესი კლასის ფორვარდი, რომელსაც შეუძლია ხიფათის შექმნა შესაბამის დროს. მას აქვს ზონების გამონახვის, გახსნისა და მომენტების შექმნის დიდებული უნარი. ალკასერის პირველი შეხება მომაკვდინებელია. მას შეუძლია შექმნას უამრავი სივრცე და მოწინააღმდეგე მცველებს შეცდომები დააშვებინოს. მიუხედავად იმისა, რომ პაკო ძალიან მაღალი არაა, მას გოლის გატანის ბრწყინვალე უნარი აქვს.

ტიტულები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი: 2017/18

ესპანეთს თასი (2): 2016/17, 2017/18

ესპანეთის სუპერ თასი: 2018/19