ჟორდი ალბა

დაბადების ადგილი ოსპიტალეტ დე ლიობრეგატი, ესპანეთი
დაბადების თარიღი 21.03.1989
წონა 68 კგ
სიმაღლე 170 სმ
დებიუტი 19.08.2012
თამაში* 458
გოლი* 27
ასისტი* 99

*ბოლო განახლება: 28.05.23

ჟორდი ალბა "ბარსელონამ" 2012 წლის 5 ივლისს გაიფორმა, მას შემდეგ, რაც "ვალენსიასთან" შეთანხმება წარმატებით შედგა. 23 წლის ესპანელი 2012/13 წლების სეზონის პირველი ტრანსფერია.

ჟორდი ალბა 10 წლის გახლდათ, როცა "ბარსელონას" ახალგაზრდულ აკადემიაში ჩაირიცხა. იგი სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში თამაშობდა ისეთი ფეხბურთელების გვერდით, როგორებიც არიან ბოიან კრკიჩი, ფრან მერიდა და დოს სანტოსი.

ალბამ 2007 წელს დატოვა "ბარსელონა" და "კორნელიას" შეუერთდა. მას შემდეგ, რაც მან ერთი სეზონი დაჰყო აღნიშნულ გუნდში, "ვალენსიას" მიაშურა. "ღამურებმა" ჟორდი 6 000 ევროდ გაიფორმეს. "ვალენსიას" მეორე გუნდთან ერთად მან "სეგუნდა დივიზიონ ბ" მოიგო და ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელის ყურადღბაც მიიქცია.

2008/09 წლებში იგი გაანათხოვრეს "ხიმნასტიკში", სადაც 30 მატჩი ჩაატარა სეგუნდაში და შემდეგ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გაეშურა ეგვიპტეში. იქიდან დაბრუნებული კი "ვალენსიას" მთავარ გუნდში მოხვდა.

მას დებიუტი 2009 წლის 13 სექტემბერს ჰქონდა "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ მატჩში და მას შემდეგ შეძლო 108 შეხვედრის ჩატარება "ღამურათა" რიგებში, მათ შორის 48 ბოლო სეზონში.

ჟორდი ალბა "ბარსელონაში" 2012 წლის 5 ივლისს დაბრუნდა. მისი დებიუტი 19 აგვისტოს, ლა ლიგაში, "სოსიედადთან" გამართულ შეხვედრაში შედგა, რომელიც კატალონიელებმა 5:1 მოიგეს.

პირველივე სეზონში ალბამ 44 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი, ლა ლიგა რეკორდული 100 ქულით მოიგო.

2013/14 წლების სეზონში, არაერთი ტრავმის გამო, ალბა მოედანზე მხოლოდ 26-ჯერ ვიხილეთ. 3-თვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ, ის მოედანს "კარტახენასთან" გამართულ სათასო მატჩში დაუბრუნდა, მაგრამ მალევე ფეხბურთელმა კვლავ ლაზარეთს მიაშურა.

თავის მე-3 სეზონში ალბას, "ბარსელონას" პირველი გუნდის მაისურით, 100 თამაში ჰქონდა ჩატარებული. ამ ნიშნულს მან 2015 წლის 28 თებერვალს, "გრანადასთან" სტუმრად გამართულ შეხვედარში მიაღწია. ლა ლიგის იმ გათამაშებაში მან 27-ჯერ ითამაშა, ჩემპიონთა ლიგაზე - 11-ჯერ, ხოლო ესპანეთის თასზე - 5-ჯერ. კატალონიელმა მცველმა თავი 2 გოლით გამოიჩინა. 2015 წლის 8 ივნისს კი, მან კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა.

2015/16 წლების სეზონში ჟორდიმ თავის აქტივს "ბარსელონას" მაისურით ჩატარებული კიდევ 45 თამაში შემატა, 2017 წლის 16 აგვისტოს კი მას "ბლაუგრანას" მაისურით 200 შეხვედრა დაუგროვდა.

საკლუბო დონეზე წარმატებულმა თამაშმა ალბას გზა ნაკრებისკენ გაუხსნა. ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი ვისენტე დელ ბოსკეს მწვრთნელობის დროს, 2011 წლის ოქტომბერში შედგა. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე ალბა ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო. მომდევნო წელს მან კონფედერაციის თასზე ითამაშა, 2014 წელს კი - მსოფლიოს ჩემპიონატზე. ალბამ ნაკრებში წარმატებით თამაში ამის შემდეგაც განაგრძო და ევროპის 2016 და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატებზე ითამაშა.

ტიტულები

გუნდური

ბარსელონა
  • ესპანეთის ჩემპიონატი (6): 2012/13, 2014/15, 2015/16, 2017/18, 2018/19, 2022/23
  • ესპანეთის თასი (5): 2014/15, 2015/16, 2016/17, 2017/18, 2020/21
  • ესპანეთის სუპერ თასი (4): 2013/14, 2016/17, 2018/19, 2022/23
  • ჩემპიონთა ლიგა: 2014/15
  • ევროპის სუპერ თასი: 2015/16
  • მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 2015/16
ესპანეთის ნაკრები
  • ევროპის ჩემპიონატი: 2012
  • ერთა ლიგა: 2023

ინდივიდუალური

  • ევრო 2012-ის სიმბოლური ნაკრების წევრ